Daily Archives: თებერვალი 7, 2018

ბიზნესომბუდსმენი: პრემიერის დავალებით, კომპანია „ბადაგონში“ მიმდინარე პროცესი პირად კონტროლზე ამყავს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნესომბუდსმენი კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის ფაქტს ეხმაურება. როგორც ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებებს „ბადაგონში“ მიმდინარე საწარმოო პროცესი არ შეუჩერებია და მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ აღნიშნული პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვა უზრუნველყოს. ბიზნესომბუდსმენის თქმით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მას საქმის პირად კონტროლზე აყვანა დაავალა. „პრემიერის დავალებით, პირად კონტროლზე იქნება აყვანილი კომპანია „ბადაგონში“ მიმდინარე პროცესი. მნიშვნელოვანია, ...

Read More »

თიბისი ფერმერებისთვის აგროფორუმებს გამართავს

თბილისი (BPI) – თიბისი ბანკი საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ფერმერებს აგროფორუმებში მონაწილეობას სთავაზობს. პირველი ასეთი ფორუმი კახეთში, კერძოდ თელავში უკვე გაიმართა, სადაც აგროსექტორით დაინტერესებულმა პირებმა მეცხოველეობის ფერმების, რძის პროდუქციის წარმოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის, მისი უპირატესობებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. აგროფორუმებზე დასწრება თავისუფალია. ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღონ დარგის ექსპერტებისაგან. ფორუმის თემები ...

Read More »

+191 მლნ – საბანკო სექტორის მოგება იზრდება

თბილისი (BPI) – 2014-17 წლებში საბანკო სფეროს მოგება 2-ჯერ აღემატება 2001-2013 წლების მანძილზე მიღებულ მაჩვენებელს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ (მოგების გადასახადის შემდეგ მოგება) 870 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 191 მლნ ლარით (28%-ით) მეტია. 2016 წელს ბანკების წმინდა მოგება 679 მლნ ლარი იყო. კონკრეტულად 2017 წლის ბოლო თვეში – დეკემბერში, ბანკების ...

Read More »

“ბადაგონის” დაფუძნებლები: სავარაუდოდ კომპანიის ხელში ჩაგდება დავით ბეჟუაშვილს სურს

თბილისი (BPI) –  “ბადაგონის” დამფუძნებლები ღვინის კომპანიისადმი ინტერესების არსებობაზე საუბრობს. გოგი სალაყაიას განცხადებით, დავით ბეჟუაშვილი დაინტერესებულია კომპანიით და მისი ჩაძირვა სურს. ღვინის კომპანია “ბადაგონში” საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. კომპანიის დამფუძნებლები საკითხში სავარაუდოდ ყოფილი დეპუტატის, დავით ბეჟუაშვილის ინტერესებს ხედავენ. “დღეს როცა კომპანია გახდა ლიდერი, ქართული ღვინის ექსპორტში 250 კომპანიას შორის ვართ უპირობო ადგილზე, კომპანია გახდა საინტერესო და ბრძოლა დაიწყეს. მინდა დავასახელო ადამიანები, ...

Read More »

მთავრობა ელექტრონული კომერციის შესახებ კანონის მიღებას გეგმავს

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშილი ამბობს, რომ ქვეყანაში ელექტრონული კომერციის შესახებ კანონის მიღება იგეგმება. „ვგეგმავთ უკვე 2018 წლიდან მივიღოთ კანონი ელექტრონული კომერციის შესახებ, ამით ამოქმედდება საქართველოში ელექტრონული კომერციის ევროპული რეგულაციები,” – განაცხადა ქუმსიშვილმა კომპანია „საქართველოს ფოსტის“ ახალი სერვისის „მალეოს“ პრეზენტაციაზე. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ახალი კანონი ხელს შეუწყობს ინტერნეტსივრცეში, ელექტრონული კომერციის პროცესში, მომხმარებელთა უფლებების და მათი პერსონალური მონაცემების დაცვას. „ამასთან, აუცილებლად ...

Read More »

თურქეთის ტურისტული პაკეტების წინასწარ დაჯავშნა გაძვირდა

თბილისი (BPI) – თურქეთის მიმართულებით ტურისტული პაკეტების წინასწარი ჯავშნის ღირებულება 10-15%-ით გაძვირდა. ტურისტულ სააგენტოებში განმარტავენ, რომ გასულ წელთან შედარებით წინასწარ ჯავშნებზე ფასები საკმაოდ მომატებულია და დღეისათვის წინასწარი დაჯავშნის შემთხვევაში 1-კვირიანი პაკეტის ღირებულების საშუალო ფასი 500 დოლარია. ტურისტულ სააგენტოები განმარტავენ, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ლარის კურსის გაუფასურებისა და თავად თურქეთში გაძვირებული სერვისის საფასურის ფონზე, გაყიდვები შემცირებულია. ექსპერტები კი თურქეთის ...

Read More »

2017 წელს სუნელების 187 ნიმუშიდან 33-ში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა

თბილისი (BPI) – 2017 წელს სუნელების 187 ნიმუშიდან 33-ში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა. ლაბორატორიული კვლევა სურსათის ეროვნული სააგენტომ ჩაატარა. დარღვევები, უმეტეს შემთხვევაში, (88%) იმ ფიზიკური პირების, ასევ კუსტარული წარმოებების პროდუქციაში დაფიქსირდა, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებულნი და, შესაბამისად, მათ მიმართ არ ხორციელდებოდა სახელმწიფო კონტროლი. სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის დროს, ადგილი ჰქონდა სავარაუდო ფალსიფიკაციის შემთხვევებსაც, მათ შორის, არასასურსათო დანიშნულების ნედლეულის გამოყენების ...

Read More »

სუნელების და სანელებლების რეალიზაცია ახალი წესებით მოხდება

თბილისი (BPI) – მთავრობის დადგენილებით, სუნელების და სანელებლების წარმოება-გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით, რისკის მართვის დროებითი ზომები ამოქმედდება. რისკის მართვის დროებითი ზომების მოქმედების ვადა განსაზღვრულია არაუმეტეს 2 წლით. ახალი წესების თანახმად: იკრძალება ფიზიკური პირების (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) მიერ სუნელებისა და სანელებლების წარმოება ან/და გადამუშავება და რეალიზაცია; ფიზიკური პირების მიერ სუნელებისა და სანელებლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებლის თანდასწრებით ...

Read More »

“ბადაგონის” წილის მითვისებაზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

თბილისი (BPI) – ღვინის კომპანია “ბადაგონის” დიდი ოდენობით წილის მითვისების ფაქტზე საგამოძიებო სამსახური გამოძიებას იწყებს. საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ბადაგონის“ მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, 18 იანვარს დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია ...

Read More »

მერიის ინიციატივა ტაქსების მომსახურებას გააძვირებს?!

თბილისი (BPI) – თბილისში ტაქსების ლიცენზია სავალდებულო იქნება. თბილისის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ გაუმჯომესდება ტაქსების მომსახურების ხარისხი და ეტაპობრივად გარკვეული სტანდარტები დაწესდება. „თბილისის მოსახლეობა და სტუმრები იმსახურებენ ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს, ამიტომ ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ სერვისის ეტაპობრივად გაუმჯობესებას“,-განაცხადა  თბილისის მერმა. ცნობილია, რომ ამჟამად მიმდინარეობს სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, რათა მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა. როგორც ...

Read More »