Daily Archives: თებერვალი 6, 2018

ბიზნესომბუდსმენი საკონსულტაციო და იურიდიული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნესომბუდსმენი სფეროში მოღვაწე კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ლექვინაძე დღეს საკონსულტაციო და იურდიული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, ვინაიდან საკონსულტაციო და იურიდიულ კომპანიებს ხშირად უწევთ ბიზნესთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განხილვა და მათ კარგად ესმით, თუ რა თემები და გამოწვევები დგას დღეს მეწარმეების წინაშე, ინფორმაციების გაცვლა მნიშვნელოვანია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ფორმატი ...

Read More »

ვითიბიმ აქცია „განაახლე ავტო“დაიწყო

თბილისი (BPI) – ვითიბი ბანკი „ჰიუნდაის“ მარკის ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს სთავაზობს აქციას – „განაახლე ავტო“. აქციის ფარგლებში შეძენილი ავტომობილის მფლობელი გადაიხდის ნაკლებ შენატანს სესხზე და ყოველ სამ წელიწადში შეძლებს ჩაანაცვლოს ავტომობილი ახლით. სესხზე განაცხადის შევსება შესაძლებელია პირდაპირ ავტოსალონში, მხოლოდ პირადობის მოწმობით. ყველა მსესხებელს საჩუქრად გადაეცემა 6 თვის დაზღვევა და Georgian Automobile Club-ის ბარათი. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საიტზე www.vtb.ge

Read More »

„საქართველოს ბანკის“ კომუნიკაციების დეპარტამენტს თორნიკე ნიკოლაიშვილი უხელმძღვანელებს

„საქართველოს ბანკის“ კომუნიკაციების დეპარტამენტს თორნიკე ნიკოლაიშვილი უხელმძღვანელებს. ინფორმაცია BOG-ში www.marketer.ge-ს დაუდასტურეს. „1 მარტიდან „საქართველოს ბანკის“ კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას თორნიკე ნიკოლაიშვილი დაიკავებს. ვულოცავთ მას ამ კარიერულ წინსვლას და უკვე ჩვენი გუნდის წევრის რანგში წარმატებებს ვუსურვებთ”, – აცხადებენ „საქართველოს ბანკში“. აღსანიშნავია, რომ თორნიკე ნიკოლაიშილი ამ დრომდე კომპანია „ნატახტარის” კომერციული დირექტორია.

Read More »

MCC განათლების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის $68 მლნ გრანტს გამოყოფს

თბილისი (BPI) – ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში საქართველოში გრანტის სახით 68 მილიონ აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების გახორციელებისათვის. 2018 წელს, ფონდი განაგრძობს საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონებში, დაგეგმილია თბილისში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი 4,750 კვადრატული მეტრი კორპუსის შიდა სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. ამასთან დაკავშირებით  7 თებერვალს 11:00 საათზე სასტუმროში “ქორთიარდ მარიოტი” გაიმართება ათასწლეულის ...

Read More »

Bloomberg-ის სისტემაში ლარი/დოლარი 2.4662 ნიშნულზეა

თბილისი (BPI) – Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ლარი დოლარის კურსი მერყევია. დილას ვაჭრობა $1/2.4639 ლარიდან დაიწყო. ვაჭრობის დაწყებიდან რამდენიმე საათში ლარმა ისევ აღმასვლა განიცადა და ნიშნული $1/2.4600 ლარამდე გამყარდა, მოგვიანებით კი 2,4662 ნიშნულს მიაღწია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი გამყარების ტრენდით ხასიათდება, ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე მაღალი $1/2.5869 იყო, ყველაზე დაბალი კი 2.4575

Read More »

ბიზნესომბუდსმენი შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვებში ბიზნესის მონაწილეობას მიესალმება

თბილისი (BPI) – პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ’’ კანონის განხილვას ბიზნესომბუდსმენი ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. ირაკლი ლექვინაძე მიესალმება კანონპროექტის განხილვის პროცესსა და სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლების ჩართულობას, რამდენადაც მათ საშუალება აქვთ, შესაძლებლობის ფარგლებში, დააფიქსირონ საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები. ბიზნესომბუდსმენის აპარატი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მზაობას ფართო და გამჭირვალე სადისკუსიო ფორმატის შექმნასთან დაკავშირებით. “პარლამენტში მიმდინარე განხილვებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ასევე, გავმართეთ აქტიური ...

Read More »

rs.ge-ზე სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზირების ელექტრონული პროგრამა 20 თებერვლიდან ამოქმედდება

თბილისი (BPI) – 20 თებერვლიდან შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე rs.ge-ზე სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზირების ელექტრონული პროგრამა ამოქმედდება. როგორც წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია ზავრაშვილმა განცხადა, ახალი პროგრამა უზრუნველყოფს თითოეული ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების, ლიცენზიის ფარგლებში წარმოდგენილი წლიური ანგარიშების, ასევე რეგულირების საფასურის ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად წარმოების შესაძლებლობას. მაია ზავრაშვილის განცხადებით, ლიცენზიის მფლობელს სახელმწიფოსთან ანგარიშგება ელექტრონული ფორმით შეეძლება. მისი თქმით, პროგრამა ასევე უზრუნველყოფს ...

Read More »

“პროკრედიტ ბანკმა“ პორტფელის დოლარიზაცია 80%-მდე შეამცირა

თბილისი (BPI) – “პროკრედიტ ბანკმა“ პორტფელის დოლარიზაცია 80%-მდე შეამცირა (L/Y – 85%), ლარის სესხების წლიურმა (Y.Y) ზრდამ 52% შეადგინა (2017 -197 მლნ; 2016 – 131 მლნ). სავალუტო პორტფელი 7%-ით არის შემცირებული (2017 – 809 მლნ; 2016 – 872 მლნ). გერმანულ ბანკს სესხებიდან შემოსავლებიც შეუმცირდა, ბიზნესდაკრედიტებიდან 2017 წელს 57.7 მლნ მიიღო, 2016 წელს  67.5 მლნ. საცალო სესხებიდან 2017 წელს  12.2 მლნ; ...

Read More »

ავიაბაზარზე პილოტების დეფიციტია

თბილისი (BPI) – ავიაბაზარზე პილოტების დეფიციტია. ჯერ კიდევ 2016 წელს Boeing-მა „იწინასწარმეტყველა“, რომ უახლოესი 2020 წლისთვის მსოფლიო ავიაციას 620 ათასი პილოტი დასჭირდებოდა. თუმცა უკვე დღეს ეს დეფიციტი ბაზარზე შესამჩნევია, განსაკუთრებით აზიაში. სწორედ ამიტომ ჩინურმა ავიაკომპანიებმა პილოტებისათვის წელიწადში 0,5 მლნ დოლარის ხელფასის შეთავაზება დაიწყეს. იმისათვის, რომ ბაზარზე არსებული დეფიციტი აღმოიფხვრას აზიური ავიაკომპანიები აქტიურად ასაქმებენ ქალ პილოტებს. დღეისათვის მათი წილი მსოფლიო ავიაციაში ...

Read More »

როგორ გავყიდოთ ომი – ახალი ფილმი,რომელსაც საქართველოში გადაიღებენ

თბილისი (BPI) – „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, კიდევ ერთი ახალის ფილმის გადაღება იწყება. „როგორ გავყიდოთ ომი“ ( How to sell a War” )- ასე ჰქვია მხატვრული ჟანრის ფილმს, რომელზეც ქართული საპროდიუსერო კომპანია – „20 Steps Productions“ მუშაობს. ფილმის რეჟისორია გერმანელი, წამყვანი საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების პროდიუსერი რუდოლფ ჰერცოგი, რომლისთვისაც ამ ფილმზე მუშაობა მხატვრული ჟანრში დებიუტი იქნება. მას ნამუშევარი აქვს ისეთ ...

Read More »