Daily Archives: თებერვალი 2, 2018

ადამიანი, რომელსაც დრო არ ეყო – ამბავი მიხეილ ახალაიაზე

თბილისი (BPI) – ისტორია სოხუმზე შეყვარებული უნიკალური ქართველი ინოვატორი ქირურგისა, რომლისთვისაც ამ სამყაროში გატარებული დრო არასაკმარისი აღმოჩნდა. „არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ამ სამყაროში ყოფნის პერიოდი არ არის ხოლმე საკმარისი, ან ისეთ დროში იბადებიან, რომელიც მათ შესაძლებლობებს არ შეესაბამება“ ,- ყველაზე მეტად სწორედ ამიტომ სწყდება ქართველი ინოვატორი ექიმის მიხეილ ახალაის შვილიშვილს გული. მიხეილ ახალაიას 56-მდე გამოგონება ჰქონდა, რომელთა უმრავლესობას დღის შუქი ჯერ ...

Read More »

მედიის წარმომადგენლები ევროპარლამენტს სტუმრობენ

თბილისი (BPI) – მიმდინარე კვირას, ბრიუსელში  გაიმართა საქმიანი შეხვედრები ქართველ ჟურნალისტებსა და ევროპარლამენტის საქართველოს  თემაზე მომუშავე ევროპარლამენტარებს შორის. ვიზიტის ფარგლებში შედგა საინფორმაციო ტიპის შეხვედრები ევროპარლამენტარებთან და მათი ოფისის პრესამსახურის ხელმძღვანელებთან. ტურის განმავლობაში საქართველოს დელეგატებმა ევროპელ კოლეგებსა და ევროპარლამენტარებს, დეტალურად გააცნეს საქართველოში მიმდინარე თემები ევროინტეგრაციის, მედიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით. საინფორმაციო ტურს ბრიუსელში ხელმძღვანელობდა,  პრესრელიზების  გავრცელების სააგენტო PUBLICITY.GE – ის რედაქტორი, ...

Read More »

2 ენერგეტიკული კომპანია 4 წელში 429,1 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს

თბილისი (BPI) – 2 ენერგეტიკული კომპანია “თელასი” და “ენერგო-პრო” 2018-2022 წლებში ქსელის რეაბილიტაციაში 429,1 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს. საინვესტიციო გეგმის ფარგლებში კომპანიები ამორტიზებული გადამცემი ხაზების რეაბილიტაციას, ახალი ქვესადგურების მშენებლობას, გადამცემი ხაზების სიმძლავრის გაზრდას გეგმავენ. Galt&Taggart-ის ცნობით, 35-110კვ.-იან ქსელზე დაერთებული კომპანიები ვალდებულები იქნებიან დარეგისტრირდნენ პირდაპირ მომხმარებლებად 2018 წლის მაისიდან. შესაბამისად, ისინი აღარ იქნებიან თელასისა და ენერგო-პროს აბონენტები და ელექტროენერგიას შეისყიდიან პირდაპირ მომწოდებლებისგან, ყოველთვიურად წინასწარ შეთანხმებულ ...

Read More »

ქართული სათამაშოების მწარმოებლების საექსპორტო პერსპექტივები

თბილისი (BPI) – ქართული სათამაშოების მწარმოებლებს ახალი, საექსპორტო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა აქვთ. პოტენციურ დამკვეთებთან ურთიერთობა კომპანიებმა „კოდალა“, „ჯეოთოიზ“ და „თამაშობანა“ უკვე დაამყარეს. კომპანიებმა 10 შეთანხმება გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში გამართულ სათამაშოების გამოფენაზე “Spielwarenmesse 2018” მოიპოვეს. სათამაშოების გამოფენაში ქართველმა მწარმოებლებმა მონაწილეობა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით მიიღეს. მიზანი ქართული კომპანიებისთვის უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან თუ დამკვეთებთან ურიერთობის დამყარების ხელშეწყობაა. ღონისძიება სათამაშოების წარმოების კუთხით მსოფლიოში ...

Read More »

“გადაიღე საქართველოში“ შედეგები – ქვეყანაში 17 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

თბილისი (BPI) – პროგრამა “გადაიღე საქართველოში“ განხორციელებით ქვეყანაში 17 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. გადაღებებისას კი დასაქმებულთა რაოდენობა 1850 ადამიანს შეადგენს. 2018 წლის იანვრის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში 10 განაცხადი შევიდა, აქედან 9 ფილმზე გადაღებები უკვე დასრულდა, დამატებით 1 ფილმზე კი გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს. შემოსული პროექტებიდან ოთხი ინდური კინოპროდუქციაა, ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქცია, ერთი ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ორი ქართულ-ფრანგული და ერთიც კი ამერიკული. ...

Read More »

ელექტროენერგიის შესყიდვის წესებში ცვლილებები შევიდა

თბილისი (BPI) – ელექტროენერგიის შესყიდვის წესებში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, გაუქმდა ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები (PPAs). ადრინდელი წესით, პროექტი იმ ინვესტორს გადაეცემოდა, რომელიც უფრო დაბალ ტარიფს მოითხოვდა. ცვლილება არ შეეხება უკვე გაფორმებულ მემორანდუმებს. ეკონომიკის სამინისტრომ აღნიშნა, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს (როგორიცაა სეზონური რეგულირების ჰესები) შესაძლოა კვლავ მისცენ გარანტირებული ტარიფი გამონაკლისის სახით, თუმცა მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს მიერ ფისკალური რისკების დეტალური შეფასების შემდეგ. Galt&Taggart-ის ...

Read More »

ლექვინაძე: ბიზნესგარემო პოზიტიურია, ამას მაკროეკონომიკური პარამეტრები და საერთაშორისო შეფასებები ადასტურებს

თბილისი (BPI) – ახალმა ბიზნესომბუდსმენმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან დღეს პირველი შეხვედრა გამართა. ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ ბიზნესთან შეხვედრები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება როგორც მსხვილ ბიზნესგაერთიანებებთან ასევე სხვადასახვა ბიზნესექტორში მოღვაწე ბიზნესგაერთიანებებთან. “ამ შეხვედრების ფარგლებში ყველა საკითხის პრიორიტეტიზაციას მოვახდენთ და ამ საკითხების შესაბამის, ადმინისტრაციულ უწყებებამდე მივიტანთ. ამიტომ ჩვენ ამ შეხვედრებს ვანიჭებთ ძალიან დიდ მნიშვნელობას და ეს კომუნიკაცი იქნება მუდმივი. ზოგადად ქვეყანაში ბიზნესგარემო არის პოზიტიური ...

Read More »

ანზორ ქოქოლაძე: სამართლიანი სასამართლოს გარეშე ბიზნესგარემო ბოლომდე ჯანსაღი ვერ იქნება

თბილისი (BPI) – ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე ბიზნესის წარმატებისთვის სამართლიანი სასამართლოს როლსა და მნიშვნელობაზე საუბრობს. ბიზნესმენმა ახლადანიშნულ ბიზნესომბუდსმენს ამ მიმართულებით არსებული პრობლემების შესახებ სასტუმრო  “რადისონ ბლუ ივერიაში” გამართულ შეხვედრაზე მიაწოდა ინფორმაცია და გარკვეული მზაობისკენ მოუწოდა. ბიზნესმენი სამართალწარმოებაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და მიათითებს, რომ ეს ხარვეზები არსებობს როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში ისე სასამართლოში. „თქვენს წინაშე 2-3 მნიშვნელოვანი საკითხი იქნება. დაგხვდებათ პრობლემები, რომლებიც ძალიან ...

Read More »

ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, მიწის საკითხის განხილვაში ბიზნესის ჩართულობა უნდა გაიზარდოს

თბილისი (BPI) – ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში ბიზნესის ჩართულობა მნიშვნელოვანია. როგორც ბიზნესომბუდსმენმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოს განაცხადა, სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები ბიზნესასოციაციებსა და ბიზნესგაერთიანებებში, რომლებიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად არის წარმოდგენილი. „ამ შემთხვევაში ორი მთავარი მიზეზი სახელდება, ერთი უკავშირდება ინვესტიციებს, რომლებიც ამ ცვლილებების შედეგად შესაძლოა შემცირდეს, და მეორე ეს არის საბანკო ...

Read More »

როგორია ბიზნესომბუდმენის აპარატისადმი მიმართვის სტატისტიკა

თბილისი (BPI) – ახლადდანიშნული ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ მისი მიზანია, ომბუდსმენის ინსტიტუტს, რომელსაც დიდი მემკვიდრეობა აქვს გახდეს საკვანძო რგოლი, რომელიც იქნება მთავარი ინფორმაციის გამტარი ეფექტური სტრუქტურა. როგორია მემკვიდრეობა, რომელიც ახალ ბიზნესომბუდმენს დახვდა. ქვეყანაში ბიზნესომბუდსმენის აპარატი 2013 წლიდან მოქმედებს. 2013 წლიდან დღემდე ბიზნესომბუდსმენის აპარატმა ბიზნესის წარმომადგენლებისგან 1514 ბიზნესმიმართვა მიიღო, აპარატმა 404 რეკომენდაცია, დასკვნა და შუამდგომლობა გასცა. აპარატმა ბიზნესის წარმომადგენლებთან მთლიანობაში 3828 შეხვედრა ...

Read More »