Monthly Archives: იანვარი 2018

ეროვნული ბანკი ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების გამოქვეყნებას იწყებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების გამოქვეყნებას იწყებს. სებ-ის ცნობით, ინიციატივა დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს, დამტკიცებამდე გაეცნონ ნორმატიული აქტების პროექტებს და მათთან დაკავშირებული მოსაზრებები და კომენტარები მიაწოდონ ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკის აღნიშნული უფლებამოსილება “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებებით განისაზღვრა, რომლის თანახმადაც ეროვნული ბანკი ...

Read More »

დავეწიოთ და გავასწროთ ბელარუსს

თბილისი (BPI) – სსფ-ს პროგნოზით 2022 წლისთვის საქართველო ალბანეთსა და ბოსნიაზე მდიდარი იქნება, ხოლო ბელარუსის დონეს მიუახლოვდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 4 ათას 123 აშშ დოლარს გადააჭარბებს, რითაც ჩვენს საუკუნეში პირველად სამხრეთ კავკასიიის რეგიონში პირველ ადგილზე გავა და სომხეთთან ერთად უკვე აზერბაიჯანსაც უკან ჩამოიტოვებს. სსფ-ის შეფასებით 2017 წელს სომხეთის მშპ ...

Read More »

E-space-ი ელექტრომანქანების დამტენი სადგურების რაოდენობას ზრდის

თბილისი (BPI) – კომპანია E-space-ი ელექტრომობილების დასამუხტი აპარატების ქსელს აფართოებს. კომპანიამ უკვე დაამატა E-space-ის ქსელში რიგით 37-ე დამტენი სადგური, რომელიც მდებარეობს The Balcony-ს ტერიტორიაზე. კომპანიის გაცხადებული გეგმით E-space ელექტროდამტენის დაყენებას პარტნიორი კომპანიების გაზგასამართ სადგურებზე, სასტუმროებთან და სუპერმარკეტებთან. ქსელის გაფართოების შედეგად ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების მფლობელებს უკვე საშუალება აქვთ “შეუჩერებლად იმგზავრონ თელავიდან ბათუმამდე”. პროექტის მხარდამჭერია – m2 უძრავი ქონება, რომელიც 100,000 ევროს კაპიტალურ ხარჯს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რითაც ხელს ...

Read More »

EKO ბაზარზე ახალი თაობის საწავავის შემოტანას იწყებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის იმპორტი დაიწყო. ახალი თაობის, ევროპული სტანდარტის „ეკო რეისინგი 98“ (სუპერი), „95 ეკონომი“ (პრემიუმი) და „დიზელეკონომი“ (ეკო დიზელი) “ეკოს” ავტოგასამართ სადგურზე ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში გაიყიდება. როგორც “ეკოს” ქსელი მფლობელ კომპანია “ვისოლში” აცხადებენ, საწვავი მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს თითო ლიტრი საწვავით მეტიკილომეტრი გაიარონ და შეამცირონ საწვავის ხარჯი 15%-ით, ასევე შეამცირონ ავტომობილის ძრავის ხმაური, მნიშვნელოვნად შეამცირონ ...

Read More »

თურქეთმა ბინების გაყიდვებში ყველა დროის რეკორდი დაამყარა

თბილისი (BPI) – თურქეთმა, როგორც ადგილობრივებზე ასევე უცხოელებზე ბინების გაყიდვების ყველა დროის რეკორდი დაამყარა. 2017 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაყიდული ბინების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 5,1%-ით გაიზარდა და 1,409 მლნ-ს მიაღწია. მეორე მხრივ, თურქეთში 2017 წელს უცხოელებზე გაყიდული ბინები წინა წელთან შედარებით, 22,2%-ით გაიზარდა. 2018 წელშიც ამ სექტორში 5%-იან ზრდას ელოდებიან.

Read More »

Fitch Rating-ი სტამბოლში ოფისს ხურავს

თბილისი (BPI) – საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Fitch Ratings-მა სტამბოლში ოფისი დახურა და თურქეთის წარმომადგენლობის Fitch Ratings Finansal Derecelendirme Hizmetleri A.S.-ის ლიკვიდაციაზე განაცხადა. განცხადების მიხედვით, სტამბოლის ოფისი 1999 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა მისი დახურვის მიუხედავად Fitch Ratings-ი თურქეთთან თანამშრომლობას სხვა საერთაშორისო სააგენტოებნს მეშვეობით განახორციელებს.

Read More »

მომგებიანი ბანკების რეიტინგი დეკემბერში

თბილისი (BPI) –  საბანკო სექტორის კონსოლიდირებულმა მოგებამ დეკემბერში 152.5 მლნ-ს გადააჭარბა. 2017 წლის ბოლო საანგარიშო თვეში ყველა ბანკი მოგებაზე გავიდა, მათ შორის სილქროუდბანკი,  თუმცა  12 თვის მდგომარეობით ზარალი აქვს (-495 555). ბაზარზე სულ 16 ბანკია, 15 მოგებაზეა და მთლიანი მოგება 870.3 მლნ ლარს შეადგენს. 01.01.2018●01.12.2017  მლნ  (₾)  მლნ  (₾) 1 საქართველოს ბანკი 371.7 327.08 2 თიბისი ბანკი 295.7 238.04 3 ლიბერთი ბანკი   52.4 ...

Read More »

ღვინის კომპანიებისთვის ელექტრონული სერტიფიცირების სისტემა ამოქმედდება

თბილისი (BPI) –  1 თებერვლიდან ღვინის ეროვნულ სააგენტოში სერტიფიცირების ელექტრონული სისტემა ამოქმედდება. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ელექტრონული სისტემის დანერგვით, გამარტივდება სერტიფიცირების პროცედურები, მეწარმეს აღარ მოუწევს სააგენტოში მოსვლა. შეძლებს დეკლარაციის ინტერნეტის მეშვეობით შევსებას, გაკეთებს განაცხადს და სააგენტოში მხოლოდ სერტიფიკატის ასაღებად მოვა. აღსანიშნავია, რომ ცვლილებები „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესში“ შედის და მისი მიზანი პროდუციის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებაა. ...

Read More »

ბერშუეთში 12 ჰა-ზე ვაშლის ბაღები გაშენდა

თბილისი (BPI) – გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში ვაშლი ბაღები გაშენდა. ბაღები „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში 12 ჰა-ზე კერძო პირმა ამირან ხოდელმა გააშენა. ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 94 650 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 67 550 ლარი ნერგებისთვის, 27 100 ლარი – წვეთოვანი სისტემებისთვის. პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 4 289 ჰექტარზეა ...

Read More »

ბათუმს მომავალ წელს ახალი სპორტული კომპლექსი ექნება

თბილისი (BPI) – ბათუმს მომავალ წელს ახალი სპორტული კომპლექსი ექნება. კომპლექსი ლეონიძის ქუჩაზე აშენდება, ყოფილი ელექტრომექანკური ქარხნის ტერიტორია შემოღობილია და მოსამზადებელი მიწის სამუშაოები უკვე დაიწყო. 3400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსი დაახლოებით 23 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე მოეწყობა და იქ სხვადასხვა სპორტული სახეობების სექციები განთავსდება. თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში გასახდელები, საპირფარეშოები, დამხმარე და საინვენტარო სათავსოები და სასტუმრო მოეწყობა. შენობას ასევე ღია ავტოსადგომი ექნება. ...

Read More »