Daily Archives: იანვარი 22, 2018

ანაკლიის პორტის დასაქმების შესაძლებლობები

თბილისი (BPI) – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის 50-წლიანი გენერალური გეგმა პროექტის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია. “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ცნობით, იგი ერთიან ხედვას – პროექტის ეკონომიკური გავლენის შეფასებას, საინვესტიციო მოცულობას, ტვირთბრუნვის მოლოდინებს, და განვითარების ფაზებს მოიცავს. გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტი 50 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის 60 მილიარდი აშშ დოლარის ეკონომიკურ ღირებულებას შექმნის. გეგმა 9 ფაზადაა დაყოფილი. I ფაზაში, რომელიც 2020-2021 წლებში დაიწყება, პორტმა ...

Read More »

ევროპის ყველაზე ძვირიანი ქალაქები უძრავი ქონების გაქირავების მაჩვენებლით

თბილისი (BPI) – ევროპის ყველაზე ძვირიანი ქალაქების რეიტინგში უძრავი ქონების გაქირავების მაჩვენებლით ლონდონი ლიდერობს. რეიტინგი ორგანიზაცია ECA International-მა შეადგინა. მონაცემების მიხედვით, ლონდონის ცენტრალურ უბნებში 3-საძინებლიანი აპარტამენტის ფასი £5,398-ია. კვლევაში მითითებულია, რომ საშუალო გაქირავების ფასი ლონდონში ევროპის ქალაქების საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. იქვე ნათქვამია, რომ ეს მაჩვენებელი თითქმის £4,000-ით აღემატება ინგლისის სხვა ქალაქებში უძრავი ქონების გაქირავების ფასებს, რამდენადაც საშუალო მაჩვენებელი £1,427-ით განისაზღვრება. მეორე ადგილზე ...

Read More »

ქართული საექსპორტო პროდუქციის TOP-10 2017 წლის მონაცემებით

თბილისი (BPI) – 2017 წელს, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 419.8 მლნ დოლარი და მთელი ექსპორტის 15.4% შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, მეორე ადგილზე ფეროშენადნობების ექსპორტია 306.9 მლნ დოლარით და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11.3%-ია. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 234.9 მლნ დოლარი და მთელი ექსპორტის 8.6% შეადგინა. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2017 წელს თითქმის 14%-ით გაიზარდა. მთლიანი სავაჭრო ...

Read More »

ქართულ პროდუქციაზე 2017 წელს საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნა გაიზარდა

თბგილისი (BPI) – საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2017 წელს თითქმის 14%-ით გაიზარდა და 10,707 მლრდ დოლარს მიაღწია. საქსტატის მონაცემებით, მთლიანი სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 2,728 მლრდ დოლარია, ერთი წლის განმავლობაში მაჩვენებელი 29.1%-ით გაიზარდა. იმპორტი 9,4%-ით 7,979 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წელს 5,251 მლრდ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49% შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 2,063 მლრდ დოლარი ...

Read More »

ჩინური კომპანიები საქართველოში ტყეებს გააშენებენ და ხის გადამამუშავებელ ქარხნებსაც აქ გადმოიტანენ

თბილისი (BPI) – ჩინური კომპანიები საქართველოში სწრაფად განახლებად ტყეებს გააშენებენ, ჩინელები ასევე დაინტერესებულნი არიან  ხე-ტყის გადამუშავებითა და ავეჯის წარმოებით. კონკრეტულ სფეროში ინვესტირებასთან დაკავშირებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანსის პროვინციის საქმიანი წრეების დელეგაცია „საპარტნიორო ფონდს“ სტუმრობს. ჩინელი ინვესტორები ხის გადამამუშავებელი ქარხნების საქართველოში გადმოტანას და ქვეყანაში დამზადებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანას გეგმავენ. შეხვედრაზე მხარეებმა ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ძიანსის პროვინციის სატყეო დეპარტამენტი ხელს უწყობს ...

Read More »

Global Finance-მა საქართველოს ბანკს საქართველოში ვაჭრობის ფინანსირებაში საუკეთესო ბანკად აღიარა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდოს – საქართველოში საუკეთესო ვაჭრობის ფინანსირების ბანკი, მიღებაზე განაცხადა. ბანკის განცხადებით, საუკეთესო ბანკები ამ მიმართულებით, შეირჩა ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორებიცაა: ტრანზაქციების მოცულობა, საერთაშორისო დაფარვის მასშტაბი, მომსახურების ხარისხი, კონკურენტული ფასწარმოქმნა და ინოვაციური ტექნოლოგიები. საქართველოს ბანკმა ეს ჯილდო უკვე მეხუთედ მიიღო. „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული საუკეთესო ბანკად საქართველოში ვაჭრობის ფინანსირების ...

Read More »

მოძრაობა KAR.GE 2018 წლის საექსპორტო კატალოგზე მუშაობას იწყებს

თბილისი (BPI) – ქართული ხარისხიანი პროდუქციის ექსპორტისა და შიდა ბაზარზე გაყიდვების ზრდის სტიმულირების მიზნით მოძრაობა KAR.GE-მ 2018 წლის საექსპორტო კატალოგზე დაიწყო მუშაობა. პროექტის ფარგლებში მოძრაობა შექმნის ყოველწლიურიინგლისურენოვანი ბეჭდურ “KAR.GE Export Catalogue 2018”-ს შექმნაზე (მეორე გამოცემა) და ქართულენოვან “KAR.GE ინტერნეტ კატალოგს” (არსებობს 2016 წლიდან). ეს ორი უპრეცედენტო გამოცემა გააერთიანებს ინფორმაციას 2018 წლის გამორჩეული ქართული წარმოებების, ბრენდების, პროდუქციის, სავაჭრო ობიექტების, დისტრიბუტორებისა და B2B ...

Read More »

მხოლოდ სტატისტიკა – სიღარიბის დაძლევა მთავარ გამოწვევად რჩება

თბილისი (BPI) – ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ერთი მეხუთედი, დაახლოებით 23% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვევების თანახმად, უმუშევრობა, სიღარიბე და გაზრდილი ფასები კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. NDI-ის რესპონდენტთა 54% მთავარ გამოწვევად უმუშევრობას, 35% გაზრდილ ფასებს, 30% სიღარიბეს ასახელებს. საშემოსავლო უთანასწორობაზე მიუთითებს კვლევის ის ნაწილი, სადაც შემოსავლებზე და დანახარჯებზეა საუბარი. კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა ...

Read More »

ეროვნული ბანკი ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების გამოქვეყნებას იწყებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების გამოქვეყნებას იწყებს. სებ-ის ცნობით, ინიციატივა დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს, დამტკიცებამდე გაეცნონ ნორმატიული აქტების პროექტებს და მათთან დაკავშირებული მოსაზრებები და კომენტარები მიაწოდონ ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკის აღნიშნული უფლებამოსილება “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებებით განისაზღვრა, რომლის თანახმადაც ეროვნული ბანკი ...

Read More »

დავეწიოთ და გავასწროთ ბელარუსს

თბილისი (BPI) – სსფ-ს პროგნოზით 2022 წლისთვის საქართველო ალბანეთსა და ბოსნიაზე მდიდარი იქნება, ხოლო ბელარუსის დონეს მიუახლოვდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 4 ათას 123 აშშ დოლარს გადააჭარბებს, რითაც ჩვენს საუკუნეში პირველად სამხრეთ კავკასიიის რეგიონში პირველ ადგილზე გავა და სომხეთთან ერთად უკვე აზერბაიჯანსაც უკან ჩამოიტოვებს. სსფ-ის შეფასებით 2017 წელს სომხეთის მშპ ...

Read More »