Daily Archives: იანვარი 18, 2018

ბია 2017 წლის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს

თბილისი (BPI) – ბია 2017 წლის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში მოიცავს კომპანიის სიახლეებს, ინფორმაციას 2017 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ და ბიას ონლაინ ბაზაში არსებული სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით შეჯამებულ სტატისტიკას ქართული კომპანიების შესახებ. ბიას მონაცემების საფუძველზე, ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ აწარმოონ ბაზრის კვლევა, სექტორული ანალიზი და სხვა. სტატისტიკა მომზადებულია bia.ge მონაცემებზე დაყრდნობით და წარმოდგენს ბიას საკუთრებას. წლიური ანგარიშის სრულად სანახავად გადადით ბმულზე

Read More »

ანაკლიის პორტის პროექტით ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის წევრები დაინტერესდნენ

თბილისი (BPI) – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური უდიდესი მშრალი პორტის პარტნიორია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მენეჯმენტი ყაზახეთის რესპუბლიკაში პორტების, სატრანსპორტო სექტორისა და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ქალაქ ასტანაში „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ წარმომადგენლობით ოფისში უმსაპინძლეს, რომელიც აბრეშუმის გზის პროექტში მონაწილე ქვეყნებისა და კომპანიების ნაწილს აერთიანებს. „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ მიზნად აზიასა და ევროპას შორის ტვირთის გადაზიდვის პროცედურების დაჩქარება-გამარტივებას ...

Read More »

მერია თბილისის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს დაფინანსების ახალ მოდელს სთავაზობს

თბილისი (BPI) – მერია თბილისის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს დაფინანსების ახალი მოდელზე სთავაზობს. დაფინანსების ახალი მოდელი კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობას გააცნო, რომლის მიხედვით ამხანაგობების საჭიროებებს მერია 100%-ით დააფინანსებს, თითოეული პროექტის ღირებულების 10%-ს ამხანაგობები წარადგენენ და საერთო კრების შეთანხმებით, საკუთარ ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ საჭიროებებს მოახმარენ. „ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება მხოლოდ ტენდერის საფუძველზე, რომელსაც გამგეობები გამოაცხადებენ. ასევე, თქვენ იცით, რომ პროექტის განხორციელება შესაძლებელი იყო ...

Read More »

სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს კიდევ ერთი ბენეფიციარი შეემატა

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ამოქმედებიდან მცირე დროში პროგრამას უკვე 38-ე ბენეფიციარი ჰყავს. გურჯაანის რაიონ, სოფელ ახაშენში მაღალი სტანდარტების შესაბამისი 41 ნომრიანი სასტუმრო გაიხსნება. სასტუმრო „ახაშენი რეზორტი“ მშენებლობას ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე გეგმავს, რომელიც მიმზიდველი ლოკაცია იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი ვიზიტორებისთვის. 41 ნომრიან სასტუმროში, სადაც პირველ ეტაპზე 35 ადამიანი დასაქმდება განთავსებული იქნება მაღალი დონის რესტორანი. ...

Read More »

მეტროსადგური „გურამიშვილი“ მგზავრებს 20 იანვრიდან 15 მარტამდე ვერ მოემსახურება

მეტროსადგური „გურამიშვილი“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, მგზავრებს 20 იანვრიდან 15 მარტამდე ვერ მოემსახურება. მეტროსადგურ „გურამიშვილის“ რეაბილიტაცია  2017 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო და ამ დრომდე სამუშაოები ღამის საათებში მიმდინარეობდა.  20 იანვრიდან კი, იწყება ისეთი მასშტაბური სამუშაოები, როგორიცაა სადგურის ვესტიბიულების თაღების ჩამოხსნა და ჩაწნეხვა, დახრილი გვირაბის გაწმენდა, გალესვა,  სამღებრო სამუშაოების წარმოება და ა.შ. ამ პერიოდის განმავლობაში დანარჩენი მეტროსადგურები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას, ...

Read More »

საცალო ქსელში თამბაქო 10 თეთრით გაძვირდა

საცალო ქსელში თამბაქო 10 თეთრით გაძვირდა. როგორც თამბაქოს იმპორტიორები აცხადებენ, აღნიშნულის მიზეზი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ლარის კურსის გაუფასურება და გასულ წელს გაზრდილი აქციზია. იმპორტიორების განმარტებით, აქციზის ფაზის ზრდის ფონზე მათ მოახერხეს და თამბაქოს საფასური ნაწილობრივ გაზარდეს, თუმცა მიმდინარე წელს ფასის შენარჩუნებას ვეღარ ახერხებენ.

Read More »

Turkish Airlines-მა კომფორტული ადგილების სანაცვლოდ დამატებითი მოსაკრებელი დააწესა

ავიაკომპანია Turkish Airlines-მა (THY) საერთაშორისო რეისებზე კომფორტული სავარძლების სანაცვლოდ დამატებითი საფასურის აღება დაიწყო. შედარებით კომფორტული ადგილებისთვის დამატებითი საფასურის აღების სისტემა ავიაკომპანიამ 8 იანვრიდან აამოქმედა. დამატებითი გადასახადიო კი 19 დოლარიდან 79 დოლარის ფარგლებშია, რაც ადგილის კომფორტულობაზეა დამოკიდებული.  

Read More »

ზამთრის კურორტებზე კვების ობიექტებს ამოწმებენ

სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების  ობიექტებს აქტიურად ამოწმებს.  თბილისის  და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული  სამსახურების  ინსპექტორებმა, როტაციის პრინციპით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ქალაქი ბორჯომი, დაბა ბაკურიანი, ახალდაბა)  სასტუმროების, რესტორნების და კაფე-ბარების კვების ბლოკებში  სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ეტიკეტირება,  შენახვისა და რეალიზაციის პირობები შეამოწმეს. შემოწმების პარალელურად, გადამოწმდა რეგისტრირებული ბიზნესოპერატორების ბაზაც. სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 74 ობიექტზე, რომელთაგანაც 46 – გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა. ...

Read More »

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სავალდებულო ნებართვის გარეშე მოქმედი სამორინე გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში  შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე მოქმედი სამორინე გამოავლინეს, სადაც აზარტული და მომგებიანი თამაშები სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტარდებოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, პირთა ჯგუფი,  დიდი ოდენობით შემოსავლის/მოგების მიღების მიზნით,  შესაბამისი ნებართვის გარეშე, ორგანიზებას უწევდა აზარტული და მომგებიანი თამაშების   – სათამაშო ბორბლის  (ე.წ. ,,რულეტკა“),  ტოტალიზატორის და ...

Read More »

„ელიტ ელექტრონიქსი“ – წარმატებული 2017 წელი და 2018 წლის გეგმები

2017 წელი „ელიტ ელექტრონიქსისთვის” წარმატებული იყო როგორც გაყიდვების, ასევე მომგებიანობის კუთხით. კომპანიამ გასულ წელს 18%-იანი ზრდა დააფიქსირა საცალო გაყიდვების მიმართულებით 2016 წელთან მიმართებაში. საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდები იყო ტექნიკის სხვადასხვა კატეგორიებში: მობილურ ტელეფონებში 30%-ზე მეტი, ხოლო მსხვილი და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიმართულებით 20%-მდე ზრდა დაფიქსირდა. ასევე მომგებიანობის კუთხით კომპანიამ ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა. „ელიტ ელექტრონიქსმა“ 2017 წელს 2 ახალი მაღაზია ...

Read More »