Daily Archives: იანვარი 11, 2018

ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიები – ლიდერი Emirates-ია

თბილისი (BPI) – 2018 წლის ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიის სტატუსის მფლობელი Emirates-ი გახდა. რეიტინგი საავიაციო უსაფრთხოების გერმანულმა კვლევითმა ცენტრმა JACDEC-მა გამოაქვეყნდა. JACDEC -ის მიხედვით, 2018 წლის ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიის TOP-10: 1. Emirates 2. Norwegian AS 3. Virgin Atlantic AW 4. KLM 5. EasyJet 6. Finnair 7. Etihad Airways 8. Spirit Airlines 9. Jetstar Airways 10. Air Arabia

Read More »

თბილისში საღებავებისა და წებოების საწარმო აშენდება

თბილისი (BPI) – თბილისში საღებავებისა და წებოების საწარმო გაიხსნება. საწარმოს კომპანია “ჯეოჩემი” ააშენებს. კომპანია პროექტის მხარდასაჭერად თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო ქონება “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში გადაეცა. „ჯეოჩემი“ცემენტისა და ბეტონის დანამატების, სხვადასხვა სახის წებოს, ავტომობილის ანტიფრიზის და პლასტმასის კონტეინერების წარმოებასაც გეგმავს. საწარმოში 40 ადამიანი დასაქმდება, პროექტის საიუნვესტიციო ღირებულება 2,445 მლნ ლარია.

Read More »

2017 წლის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანიები

თბილისი (BPI) – 2017 წელს ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანიების რეიტინგში ისლანდიის ავიაკომპანია WOW air ლიდერობს, – რეიტინგი FlightGlobal-მა გამოაქვეყნა. მეორე ადგილზე რუმინული ავიაკომპანია Blue Air-ი მოხვდა, მესამე პოზიცია კი ავიაკომპანია Germania-ა. რეიტინგში ასევე მოხვდნენ LOT-ი, FlyUIA, AtlasGlobal-ი, Wizzair-ი.  

Read More »

2017 წლის მონაცემებით, საქართველოს ყველაზე მსხვილი კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტი მსოფლიო ბანკია

თბილისი (BPI) – საქართველოს 8 საფინანსო ინსტიტუტის კრედიტი აქვს. ქვეყნის ყველაზე მსხვილი კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტი მსოფლიო ბანკია (WB). 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მსოფლიო ბანკზე მოდის საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული მთლიანი ვალის ნახევარზე მეტი (53%) და ფულად გამოსახულებაში იგი 5,237 მლრდ ლარს (2,02 მლრდ აშშ დოლარი) აღწევს. დაფინანსება ქვეყანამ მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრებიდან (განვითარების საერთაშორისო ასოციაცია – IDA; რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ...

Read More »

საქართველოს უმსხვილესი კრედიტორი ქვეყანა 2017 წელს გერმანია იყო

თბილისი (BPI) – საქართველოს უმსხვილესი კრედიტორი ქვეყანა გერმანიაა. 2017 წლის 31 დეკმებრის მონაცემებით, საქართველოს 17 ორმხრივი კრედიტორი ჰყავს. მათ წინაშე აღებული ვალდებულებები 2,138 მლრდ ლარი (824,821 მლნ დოლარი). აქედან საქართველოს გერმანიისთვის 742,555 მლნ ლარი (286,457 მლნ დოლარი) მართებს; მეორე ადგილზე იაპონიაა 545,17 მლნ ლარით (210,312 მლნ დოლარი); მესამე ადგილი 360,287 მლნ ლარით (138,989 მლნ დოლარი) საფრანგეთს უკავია. საქართველოს სახელმწიფო საგარეო ...

Read More »

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2017 წელს 59%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – 2017 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 59%-ით მეტი მგზავრი გაატარა, ვიდრე 2016 წელს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 495 668 მგზავრს მოემსახურა, 2016 წელს კი – 312 343 მგზავრს. აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით, 2017 წელს ბათუმის აეროპორტს მგზავრთნაკადი 58,69%-ით გაეზარდა, ხოლო 2015 წელთან შედარებით კი – 118,86%-ით.

Read More »

საქართველოს აეროპორტებმა 2017 წელს 4,74 მლნ მგზავრი გაატარეს

თბილისი (BPI) – საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი გაიზარდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წელს საქართველოს აეროპორტები 4 073 959 მგზავრს მოემსახურა, ერთი წლის განმავლობაში ზრდამ 43,43%-ს მიაღწია. 2016 წელს ეს მაჩვენებელი 2 840 455 მგზავრს აღწევდა. სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს 2015 წელთან შედარებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 80,18%-ითაა გაზრდილი.

Read More »

CNN-მა თბილისი მსოფლიოს 7 ქალაქს შორის დაასახელა, რომელსაც 2018 წელს უნდა ეწვიო

თბილისი (BPI) – CNN-მა თბილისი მსოფლიოს 7 ქალაქს შორის დაასახელა, რომელსაც 2018 წელს უნდა ეწვიო. ტელეკომპანია CNN გამორჩული დიზაინის მქონე ქალაქების სიას აქვეყნებს: პარიზის, ტოკიოს, ტორონტოს, მუსკატს, დანდის, სან მიგელ დე ალიენდეს შორის თბილისი მოხვდა. „ რატომ თბილისი? ბოლო 18 თვეში რაღაც საინტერესო მოხდა საქართველოს დედაქალაქში , რომელიც 2018 წლის ლისაბონის ტიტული დაიმსახურა. თბილისი სწრაფად ხდება ხელოვნების, მოდის ინდუსტრიის ცენტრი. ...

Read More »

Fly UIA საქართველოდან ევროპის ქვეყნების მიმართულებით განხორციელებულ რეისებზე აქციას იწყებს

თბილისი (BPI) – უკრაინული ავიაკომპანია Fly UIA საქართველოდან განხორციელებულ რეისებზე, მგზავრებს ევროპაში კიდევ უფრო მეტი აღმოჩენებისათვის, სპეციალურ აქციას სთავაზობს. ავიაკომპანია იმ მიმართულებების „Top 10”-ს აქვეყნებს, რომელზედაც ფასდაკლების აქცია ვრცელდება. Fly UIA -ს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში ორმხრივი ავიაბილეთების შეძენა 15 დეკემბრამდე უნდა განხორციელდეს, ხოლო მოგზაურობა 13 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში დაიგეგმოს. აქციის ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის საიტზე, სადაც მითითებულია ასევე ...

Read More »

პერმიდან საქართველოს მიმართულებით UVT Aero პირდაპირი ავიარეისებს იწყებს

თბილისი (BPI) – რუსეთის ქალაქ პერმიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები იწყება. ფრენებს ავიაკომპანია UVT Aero განახორციელებს, რომელმაც ყაზანიდან თბილისის მიმართულებით ფრენების სურვილი გასულ წელს დააფიქსირა, თუმცა ამ დრომდე ქართულ ბაზარზე ოპერირება არ დაუწყია. პერმის აეროპორტიდან ახალი ავიარეისების დანიშვნაზე მსჯელობა სამთავრობო დონეზე 10 იანვარს შედგა, სადაც გადაწყდა, რომ აეროპორტი რამდენიმე ახალ მიმართულებას დაამატებს, მათ შორის იქნება საქართველოც. როგორც პერმის მხარის ტრანსპორტის ...

Read More »