Daily Archives: იანვარი 10, 2018

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრებში ბრიტანეთის საბჭო ინგლისური ენის კლუბებს ხსნის

თბილისი (BPI) – იუსტიციის სამინისტროს 6 საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის კლუბები ამოქმედდება. ორსანტიის, ჩაქვის, დიდი ჯიხაიშის, კაბალის, წალკისა და ვალეს ახალგაზრდები ინგლისური ენის შესწავლას ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით შეძლებენ. 6 საზოგადოებრივი ცენტრი სხვადასხვა ნიშნით შეირჩა: ორსანტია ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს, კაბალი და წალკა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რაიონებია, დიდი ჯიხაიში იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტური ჩასახლების ადგილია, ვალე სასაზღვრო ზონაში მდებარეობს, ჩაქვი კი ...

Read More »

ქუთაისის აეროპორტი მგზავრთნაკადის 49%-იან ზრდაზე აცხადებს

თბილისი (BPI) – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მზგავრთნაკადიიზრდება. აეროპორტი 2017 წელს 405 173 მგზავრს მოემსახურა, 2016 წელს კი 271 363 მგზავრს. შესაბამისად, 2017 წელს ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტში 2016 წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 49,31%-ითაა გაზრდილი, ხოლო 2015 წელთან შედარებით კი 121%-ით. 31%-ით არის გაზრდილი აეროპორტიდან განხორციელებული რეისების რაოდენობაც. 2017 წელს აეროპორტიდან 1 628 რეისი შესრულდა.

Read More »

ფოთში თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოები შემოწმდა

თბილისი (BPI) – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, ფოთში თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოები (შპს „მბმ“, შპს „ზღვის პროდუქტები“, შპს „გეოფიშ კომპანი“, შპს „აისბერგი 2“) არაგეგმურად შეამოწმეს. სპეციალისტებმა „პეის ტერმინალის“ კუთვნილი ნავმისადგომის ტერიტორიაც დაათვალიერეს, სადაც შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელების მიერ მოპოვებული თევზის მიღებისა და გადატვირთვის ოპერაციები ხორციელდება. განხორციელებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ არცერთ კომპანიას არ ...

Read More »

”საქართველოს ბანკს” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია დაიცავს

თბილისი (BPI) – დაცვის პოლიციის თანამშრომლები საქართველოს ბანკის უსაფრთხოების დაცვას და რისკების პრევენციას შესაბამისი შეიარაღებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და „საქართველოს ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიგა ნიკოლეიშვილმა და „საქართველოს ბანკის“ ოპერაციების დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე გამყრელიძემ მოაწერეს. დოკუმენტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრების ...

Read More »

ამინდის გაუარესების გამო თბილისში საბაგიროები არ მუშაობს

თბილისი (BPI) – ამინდის გაუარესების გამო თბილისში საბაგიროები არ მუშაობს. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ძლიერი ქარის გამო, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე „რიყე-ნარიყალას“ და „კუს ტბის“ საბაგირო გზები დროებით ვერ მოემსახურებიან მგზავრებს. „თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, აცხადებენ კომპანიაში.

Read More »

“ვითიბიმ” საბაზრო პოზიციები გაიუმჯობესა

თბილისი (BPI) – ვითიბის საბაზრო პოზიციები გაუუმჯობესდა. 2017 წლის 11 თვის მდგომარეობით, აქტივების მიხედვით, 4.5%-იანი წილით მე-4 პოზიციაზეა. დეპოზიტებითაც მე-4-ა, ხვ. წ. 4.8%.  საკრედიტო ბაზარზე კი 4.5% წილით,  4  უმსხვილესი პორტფელის მქონე ბანკებს შორისაა საქართველოს ბანკის, თიბისის  და პროკრედიტის შემდეგ. ბანკის მოგება წლიურად (Y.Y) 5.6%-ით არის გაზრდილი, აქტივები + 16.7% (Y.Y)    01.12.2017 01.12.2016  000ლარი  000 ლარი მოგება 18 559     17 577 ...

Read More »

ფოთში თევზის გადამამუშავებელ ქარხნებს ფილტრების შეძენა მოუწევთ

თბილისი (BPI) – ფოთის მერია ქალაქში თევზის სუნის პრობლემის მოგვარების გზებს ეძებს. თევზის გადამამუშავებელი ქარხნების წინაშე დგება როგორც სუნის გავრცელების შესამცირებლად ფილტრების შეძენისა და ამოქმედების აუცილებლობა, ასევე მნიშვნელოვანია ქარხნის ნარჩენებით ეკოლოგიური დაბინძურების თავიდან აცილებაც. პრობლემის მოსაგვარებლად ფოთში სამუსაო ჯგუფიც შეიქმნა და ფოთის მერი გოჩა კურდღელია თევზის გადამამუშავებელი ქარხნების ხელმძღვანელებსაც შეხვდა. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროექტ „ძალა ერთობაშია“ ...

Read More »

Ryanair-მა მგზავრთგადაყვანაში რეკორდი დაამყარა

თბილისი (BPI) ირლანდიური „ლოუკოსტერი“ Ryanair-ი 2017 წელს 128,77 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან კიდევ ერთხელ დაამყარა რეკორდი და ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანიის სტატუსი შეინარჩუნა. 2017 წელს 2016 წელთან შედარებით Ryanair-ის მგზავთნაკადი 9%-ითაა გაზრდილი. 2017 წლისთვის Ryanair-ის რეისების დატვირთულობამ 95%-ი შეადგენა, ეს იმ ფონზე, როდესაც 2016 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 94%-ი იყო. 2018 წლისთვის Ryanair-ი 138 მლნ მგზავრის მომსახურებას გეგმავს. ...

Read More »

ყველაზე გადატვირთული საერთაშორისო და შიდა ავიამარშრუტები

თბილისი (BPI) – 2018 წლის ყველაზე გადატვირთული საერთაშორისო ავიამარშრუტების ლიდერი ჰონგ კონგი-ტაიბეის მიმართულებაა. რეიტინგი მოგზაურობის ბრიტანული კომპანია OAG-ის ანალიტიკურმა ჯგუფმა შეადგინა. სტატუსი მარშრუტმა 29 494 რეისის შედეგით მიიღო. ჰონგ კონგი-ტაიბეი: 29,494 კუალა ლიმპური – სინგაპური: 29,383 ჯაკარტა – სინგაპური: 26,872 რაც შეეხება ყველაზე გადატვირთულ შიდა ავიამარშრუტებს, ამ შემთხვევაში ლიდერობა წილად ხვდა სამხრეთ კორეაში ჟეჟუ – სეულ გიმპას მიმართულებას. 1. ჟეჟუ – ...

Read More »

საქართველო 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარია

თბილისი (BPI) – საქართველო 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყანა იქნება. ამასთან დაკავშირებით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო იწვევენ დაინტერესებულ კომპანიებს საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის და ეროვნული სტენდის კონცეფციის მომზადებისთვის. კომპანიების მიერ წარდგენილი პროექტი უნდა ეფუძნებოდეს საპატიო სტუმარი ქვეყნის ძირითად კონცეფციას და სლოგანს Georgia Made by Characters / ანბანით ...

Read More »