Daily Archives: იანვარი 9, 2018

GCF: თანაინვესტირების ფონდი და ბიძინა ივანიშვილი გორისა და გლდანის დატა ცენტრებში წილს არ ფლობენ

თბილისი (BPI) – საქართველოს თანაინვესტირების ფონდი (GCF) კომპანია Bitfury-სთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ფონდი და ბიძინა ივანიშვილი ან მასთან დაკავშირებული რომელიმე კომპანია გორისა და გლდანის დატა ცენტრებში წილს არ ფლობენ. “საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ეხმაურება ბოლო პერიოდში გარკვეული პოლიტიკოსების უსაფუძვლო განცხადებებს და სურს მოსახლეობას მართებული ინფორმაცია მიაწოდოს. 2014 წელს საქართველოს თანინვესტირების ფონდმა, მოწინავე საერთაშორისო კომპანია Bitfury სასეხო დაფინანსებით უზრუნველყო. Bitfury-ს საქართველოში ...

Read More »

ქუმსიშვილი: ანაკლიის პორტისა და თიზ-ით ჩინელი ინვესტორების დაინტერესება მნიშვნელოვანია

თბილისი (BPI) – დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ჩინელი ინვესტორების დაინტერესება ანაკლიის პორტითა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონით „ჩინეთის ელჩთან ჩვენ ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ჩინელი ინვესტორების დაინტერებაზე,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ძი იანჩისთან შეხვედრის შემდეგ. „აღვნიშნეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს, სადაც ინტერესი გამოხატულია, მემორანდუმები გაფორმებულია და ...

Read More »

ქოროღლის ციხეზე ტურისტული ბილიკი მოეწყობა

თბილისი (BPI) – თბილისის ტურისტულ ბილიკს შესაძლოა, ქოროღლის (აზეულა) ციხის ტურისტული ბილიკი შეემატოს. მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს ქოროღლის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრა გამართეს. „გვაქვს იდეა, რომელიც თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი და ისტორიული მნიშვნელობის მქონე ციხის ტურისტულ ზონად ჩამოყალიბებას გულისხმობს. იდეის ფარგლებში, გვსურს, ტურისტული ნიშნულების დამონტაჟება, საინფორმაციო ბანერების განთავსება და ...

Read More »

Wizzair-ი ქუთაისიდან ვენის მიმართულებით იწყებს ფრენებს

თბილისი (BPI) –  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია „ვიზეარი“ ავსტრიის დედაქალაქის, ვენის მიმართულებით იფრენს. ავიარეისების შესრულება 2018 წლის 15 ნოემბრიდან დაიწყება. ფრენები კვირაში 3 სიხშირით: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე: www.wizzair.com

Read More »

„სადაზღვევო სექტორი საინტერესო ხდება, ბაზარზე „ჰუალინგ დაზღვევის“ შემოსვლა ამის ნათელი მაგალითია“

თბილისი (BPI) – ჩინური “ჰუალინგ ჯგუფი” სადაზღვევო ბაზრით დაინტერესდა.„ჰუალინგ დაზღვევა“ 2017 წლის 27 დეკემბერიდან იგი უკვე ფლობს “სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არასიცოცხლისა)” სახეების საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელ ლიცენზიებს. “ჰუალინგ დაზღვევის” აქციების 100%-ის მფლობელი ს.ს „ბაზისბანკია“, რომელიც ასევე  „ჰუალინგ ჯგუფის“ წევრია. ფინანსური მომსახურების ახალ სეგმენტში შესვლასთან დაკავშირებით „ბაზისბანკში“ აცხადებენ, რომ “ჰუალინგდაზღვევა” ამბიციური გეგმებით აპირებს ბაზარზე ოპერირების დაწყებას. „აქტიური ოპერირება 2018 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს „ჰუალინგ დაზღვევის“ სადაზღვევო სტრატეგიის შესაბამისად ...

Read More »

დეკემბერში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 335 ფაქტი გამოავლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის დეკემბრის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 335 ფაქტი გამოავლინეს. აქედან, კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა 149 ფაქტი, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით – 42 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე – 40 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით – 39 ფაქტი, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით – 37 ფაქტი და ქვემო ...

Read More »

დიმიტრი ქუმსიშვილი: ქართველ ექსპორტიორებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩინეთის იმპორტის გამოფენაში მონაწილეობა მიიღონ

„მინდა ქართველ ექსპორტიორებს გავაცნო შესაძლებლობა, რომ მიმდინარე წლის 5-დან 10 ნოემბრამდე ჩინეთის ქალაქ შანხაიში ჩინეთის იმპორტის გამოფენა ტარდება, სადაც საქართველო მიწვეულია, როგორც მნიშვნელოვანი სტუმარი. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, გამოფენაზე ქართველი ექსპორტიორები წავიყვანოთ, რომლებიც ჩინეთში დაინტერესებულ პირებს საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებას გააცნობენ“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ძი იანჩისთან შეხვედრის შემდეგ. პირველი ...

Read More »

საქართველოს ბანკი EBRD-ის მიერ გამოყოფილი ლარის გრძელვადიანი დაფინანსების მეორე ნაწილს აითვისებს

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილი ლარის გრძელვადიანი დაფინანსების მეორე ტრანშის ათვისების თაობაზე განაცხადა.  ხსენებული დაფინანსების მიღებაზე ხელშეკრულება ბანკსა და EBRD-ის შორის 2016 წლის მაისში გაფორმდა, საერთო მოცულობით 242 მლნ ლარი, საიდანაც მეორე ტრანშმა 135 მლნ ლარი შეადგინა. პირველი ტრანშის მსგავსად, დაფინანსების მეორე ნაწილიც მოემსახურება ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის, მათ შორის ...

Read More »

ჰუალინგ ჯგუფმა საქართველოში საფინანსო სექტორში ინვესტიცია გააფართოვა

თბილისი (BPI) – ბაზისბანკის ჰოლდინგს შეემატა ახალი შვილობილი კომპანია „ჰუალინგ დაზღვევა“. სადაზღვევო კომპანია სიცოცხლის და არა სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიები უკვე მიიღო. კომპანია ბაზარზე აქტიური ოპერირების დაწყებას 2018 წლის მეორე კვარტლიდან გეგმავს. ამ ეტაპზე მიმდინარებს „ჰუალინგ დაზღვევის“ სადაზღვევო სტრატეგიის შესაბამისად პროდუქტების შემუშავება. კომპანიის მთავარი მიზანია შექმნას მომსახურების გამორჩეული სტანდარტი მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომისა და მასზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტების შექმნის გზით. აღნიშნული კი ...

Read More »

ყველაზე პუნქტუალურ ავიაკომპანიად airBaltic-ი აღიარეს

ბრიტანულმა გამოცემა Aviation Solutions-მა, 2017 წლისთვის მსოფლიოში ყველაზე პუნქტუალურ ავიაკომპანიას, ლატვიის ნაციონალური ავიაკომპანია airBaltic-ი დაასახელა. Aviation Solutions-ის ინფორმაციით, airBaltic-მა 2017 წელს განხორციელებული რეისების მიხედვით, პუნქტუალურობის 90,01%-იანი მაჩვენებელი დადო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავიაკომპანიის მიერ განხორციელებული ყოველი 100 რეისიდან 90 რეისზე მეტი ზედმიწევნითი პუნქტუალურობით იყო შესრულებული. როგორც airBaltic-ის მენეჯმენტი აცხადებს, 2017 წელი ავიაკომპანიისათვის საკმაოდ აქტიური იყო. 2017 წელს ავიაკომპანიამ გაზარდა როგორც ...

Read More »