Daily Archives: იანვარი 8, 2018

საქართველოში პოლონურ-ქართული სავაჭრო პალატა შეიქმნა

თბილისი (BPI) – პირველად საქართველოში, პოლონურ-ქართული სავაჭრო და ეკონომიკური პალატა შეიქმნა. პალატის შექმნაში, მონაწილეობა მიიღო, სხვადასხვა სექტორში არსებულმა 20-მა პოლონურმა და ქართულმა ორგანიზაციამ. პროცესებში ჩართული იყო, როგორც პოლონეთის საელჩო საქართველოში, ასევე საქართველოს საელჩო პოლონეთში. სავაჭრო პალატის პარტნიორები არიან პოლონური ინვესტიციის და სავაჭრო სააგენტო (Polish investment and trade Agency) და აწარმოე საქართველოში (Enterprise Georgia). პალატის ეფექტურ მუშაობას, განაპირობებს დიდი გამოცდილების მქონე ...

Read More »

ჰოლივუდის ფილმებში ყველაზე ხშირად გამოყენებულ საშობაო სიმღერებს შორის Jingle Bells ლიდერობს

თბილისი (BPI) –  ჰოლივუდის ფილმებში ყველაზე ხშირად გამოყენებულ საშობაო სიმღერებს შორის Jingle Bells ლიდერობს. IPM-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში, მეორე ადგილზე მოხვდა Auld Lang Syne, მესამე ადგილს კი Silent Night იკავებს.  

Read More »

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის ელჩს შეხვდა

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის ელჩს იან კელის შეხვდა. “ამერიკის შეერთებულ შტატები ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია და მნიშვნელოვანია, ის წარმატებები, რაც ჩვენ გვაქვს პოლიტიკურ სფეროში, ავსახოთ ორმხრივ ეკონომიკურ განვითარებაზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა იმ დახმარების მნიშვნელობას, რომელსაც პარტნიორი ქვეყანა უწევს საქართველოს, განსაკუთრებით, ისეთი მიმართულებებით როგორიცაა: განათლება, კანონოს უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, სახელმწიფო ...

Read More »

მსოფლიო კაკაოს მარცვლის დეფიციტის წინაშეა

თბილისი (BPI) – კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიო კაკაოს მარცვლის დეფიციტის წინაშე დგას. დეფიციტის აღმოსაფხვრელად მწარმოებელმა ქვეყნებმა კაკაო ან სათბურში უნდა მოიყვანონ, ან კიდევ კაკაო გენური ინჟინერიის საფუძველზე მიიღონ. შოკოლადის მწარმოებელი გიგანტური კომპანია Mars-ი კი არჩევანს გენურ ინჟინერიაზე აკეთებს. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები კომპანია Mars-თან ერთად, აღნიშნულ საკითხზე უკვე მუშაობენ. ისინი სწავლობენ მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვითაც გენი CRISPR-ის გამოყენებით შესაძლოა კაკაოს გარდაქმნა მოხდეს, ...

Read More »

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რეფორმები დაიწყო

თბილისი (BPI) – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გიორგი მღებრიშვილმა სისტემური რეფორმა დაიწყო და უწყების დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა მიმდინარე რეფორმის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაზრდილი დაფინანსებით, წელსვე მოხდება მეხანძრე-მაშველების სოციალური გარანტიების გაუმჯობესება და სისტემის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა. „საგანგებო სიტუაციებისა და კრიზიების მართვას მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და ამ კუთხით არსებული ...

Read More »

უნიკალური სერვისები “რეგუსისგან“, რაც მუშაობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის

თბილისი (BPI) – „ორ მილიონზე მეტი ლოიალური მომხმარებელი, მსოფლიოს მასშტაბით: გუგლი, მაიკროსოფთი, ლინკდინი, ფეისბუქი, სამსუნგი, უბერი, ამაზონი და სხვა“ სერვის ოფისების პროვაიდერი, საერთაშორისო კომპანია „რეგუსი“ უკვე საქართველოშია, და მომხმარებელს თბილისის ყველაზე პრესტიჟულ, აქტიურ და დინამიურ ნაწილში, თავისუფლების მოედანზე (მის: ლეონიძის ქუჩა #2, ბიზნეს ცენტრი “ტაბიძე 1“, მე-4 სართული) მის მოთხოვნებზე ორიენტირებულ, კომფორტულ და იდეალურ სამუშო გარემოს სთავაზობს. „რეგუსი“ დაარსდა 1989 ...

Read More »

საბაჟო საწყობებში წლობით გაჩერებული საქონელის პრობლემის მოგვარებისთვის საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა

თბილისი (BPI) – საგადასახადო კოდექსში ბიზნესის წარმომადგენელთა მოთხოვნის გათვალისწინებით, შესულია ცვლილებები, რომლის მიხედვით, საქონლის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის ვადა ნაცვლად 5 კალენდარული წლისა განისაზღვრა 180 კალენდარულ დღემდე, ხოლო საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის ვადა, ნაცვლად განუსაზღვრელი პერიოდისა, განისაზღვრა 2 კალენდარული წლით. ცვლილება საშუალებას იძლევა გადაწყდეს წლობით არსებული (მათ შორის, ვადაგასული ან გაფუჭებული) საქონლისაგან საბაჟო საწყობების გათავისუფლებისა და შენახვის ადგილების მოცდენის ...

Read More »

“გურიელი“ ბიოჩაის წარმოებას გეგმავს

თბილისი (BPI) – ჩაის მწარმოებელი კომპანია „გეოპლანტი“, რომელიც ბაზარზე „გურიელის“ ბრენდით არის წარმოდგენილი, ბიოჩაის წარმოებას გეგმავს. როგორც BPI-სთან კომპანია „გეოპლანტის“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა ვლადიმერ მესხმა განაცხადა, კომპანია 2018 წლიდან აქტიურად იმუშავებს ბიოჩაის მიმართულებით, ამ თვალსაზრისით პლანტაციებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. „წელს აქტიურად ვიფიქრებთ ამ მიმართულების განვითარებაზე, არ არის გამორიცხული თეთრი ჩაის წარმობაზეც ვიფიქროთ, მაგრამ ეს იქნება მცირე რაოდენობის, რამდენადაც მისი ფასები 250 ...

Read More »

“პრინცი გურიელის საშობაო ჩაის“ რეალიზაციიდან 1 ლარი ბორჯომის ტყის აღდგენის ფონდში გადაირიცხება

თბილისი (BPI) – კომპანია “გეოპლანტი”, რომელიც ბაზარზე ბრენდით “გურიელი” არის წარმოდგენილი, ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანიაში ერთვება. კომპანიის ცნობით, „გურიელი“ და აღადგინე.ჯი გააფორმებენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმის საფუძველზე „პრინცი გურიელის საშობაო ჩაი“-ს ლიმიტირებული სერიის თითოეული ქილიდან მიღებული 1 ლარი, ბორჯომის ტყის აღდგენის ფონდში გადაირიცხება. 2017 წლის დეკემებერში, პირველად საქართველოში, ჩაის ქართული ბრენდის „გურიელი“ სამარკო ნიშნით, გამოვიდა „პრინცი გურიელის საშობა ჩაი“-ს ლიმიტირებული სერია. გურიელის ...

Read More »

“პროკრედიტ ბანკი” ანაბრის პირობებს ცვლის

თბილისი (BPI) –  “პროკრედიტ ბანკმა” ანაბრის პირობების შეცვლაზე განაცხადა.  შეიცვალა სარგებლის დარიცხვის სქემაც. ვადიან  დეპოზიტზე  ყოველთვიურად დასარიცხი პროცენტი,  არა საანაბრე, არამედ მეანაბრის მიმდინარე ანგარიშზე დაირიცხება.  მიმდინარე ანგარიში ფასიანია, თვეში მინიმალური საკომისიო ერთვალუტიანის შემთხვევაში ₾10-ს შეადგენს,  მულტისავალუტო  -₾12/₾13-ს. მიმდინარე ანგარიშის გარეშე პროკრედიტ ბანკის დეპოზიტარი ვეღარც შემნახველი ანაბრით ისარგებლებს. გახსნისთვის დრო 1 თებერვლამდე აქვს. შემნახველი დეპოზიტის წლიური სარგებელი ლარში 4.5%-ია, ვადიანი ანაბნრის ...

Read More »