Daily Archives: იანვარი 4, 2018

2018 წელს თურქეთი 40 მლნ ტურისტს ელოდება

თბილისი (BPI) – 2018 წელს თურქეთი 40 მლნ ტურისტს ელოდება, საიდანაც ქვეყანა 35 მლრდ დოლარის შემოსავალს ვარაუდობს. სასტუმროთა ასოციაციის (TÜROFED) ოსმან აიკი აცხადებს, რომ ორ წლიანი ჩავარდნის შემდეგ, 2017 წელი თურქეთში ტურიზმის განვითარების მხრივ საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2018 წელს თურქეთის ტურიზმის დონე 2014 წლის დონეს გაუტოლდება. „ჩვენი მიზანია 40 მლნ ტურისტი და 35 მლრდ დოლარიანი შემოსავალი მივიღოთ“, ...

Read More »

ქართული სოფლის მეურნეობა – ინდუსტრია 2017 წელს აფასებს

თბილისი (BPI) – 2012  წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა “ქართულმა ოცნებამ” ერთ-ერთი პრიორიტეტად სოფლის მეურნეობა გამოაცხადა. ბიძინა ივანიშვილი თავის გამოსვლებში ხაზს უსვამდა, რომ სოფლის მეურნეობაში წლების განმავლობაში მილიარდ ლარს ჩადებდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობაში არაერთი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა. ზოგიერთი დღეს უკვე აღარ ფუნქციონირებს, ზოგიერთი პროგრამა კი კვლავ აგრძელებს მუშაობას. Caucasus business week-ი დაინტერესდა, რამდენად აქტიური იყო 2017 წელს სახელმწიფო პროგრამები ...

Read More »

ქართული ბრენდის ექსპორტიდან საქართველომ 2017 წელს $40 მლნ-მდე შემოსავალი მიიღო

თბილისი (BPI) – მსოფლიოს 26 ქვეყანაში 2017 წელს  18,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი გავიდა, მაჩვენებელი 78%-ით არის გაზრდილი 2016 წელთან შედარებით. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბრენდის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 39,4 მლნ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 70%-ს მიაღწია. სააგენტოს მონაცემებით, მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 283,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს – ...

Read More »

საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინოებიდან “ქინძმარაული” #1-ია

თბილისი (BPI) – საექსპორტო ბაზრებზე ქართული ადგილწარმოშობის ღვინებოდან “ქინძმარაული” ლიდერობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით,  ადგილწარმოშობის ღვინოებიდან 2017 წელს ექსპორტზე 12,8 მლნ ბოთლი „ქინძმარაული“ გავიდა, წითელი ღვინო „მუკუზანი“ – 4,2 მლნ ბოთლი და თეთრი მშრალი ღვინო „წინანდალი“ – 3,4 მლნ ბოთლი. ყველაზე მოთხოვნადი ადგილწარმოშობის ღვინოების ხუთეულში შედის ასევე წითელი ნახევრადტკბილი ღვინო „ახაშენი“ – 1,5 მლნ ბოთლი და წითელი ნახევრადტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“ – 887,5 ათასი ბოთლი. „ტვიში“ – 308,8 ათასი ბოთლი.  

Read More »

როგორ დავგეგმოთ ვიზიტი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად?

თბილისი (BPI) – პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად ინსპექტირების ცენტრში ვიზიტის დაგეგმვა შესაძლებელია ვებ-გვერდის www.pti.ge მეშვეობით. ვებგვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებელი შეძლებს, აირჩიოს მისთვის სასურველი თარიღი და დრო ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად. ვიზიტის დაგეგმვის შედეგად მომხმარებელი მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით მიიღებს დასტურს ავტომობილის სანომრე ნიშნის მიხედვით ვიზიტის დაგეგმვის შესახებ, ცენტრის ზუსტ მისამართს (სმარტფონების მფლობელთათვის ნავიგაციის ლინკით) და შეკვეთის უნიკალურ ნომერს. ...

Read More »

2017 წელი მსოფლიო ავიაციისათვის ყველაზე უსაფრთხო წლად აღიარეს

თბილისი (BPI) – 2017 წელი მსოფლიო ავიაციისათვის ყველაზე უსაფრთხო წლად აღიარეს. როგორც Aviation Safety Network-ი აცხადებს, 2017 წელს კომერციული სამგზავრო რეისების შესრულებისას არც ერთი ავიაკატასტროფა არ დაფიქსირებულა. ექსპერტების შეფასებით, გასულ წელ სულ 10 სერიოზული ავია ინციდენტი დაფიქსირდა, რომლის შედეგადაც 79 ადამიანი დაიღუპა. საუბარია სამგზავრო გადაზიდვებისა და მცირე ძრავიანი ხომალდების ავიაკატასტროფებზე. შედარებისათვის, 2016 წელს 16 მსხვილი ავიაკატასტროფისას 303 ადამიანი დაიღუპა. შეგახსენებთ, ...

Read More »

შარშან 97 949 476 ლარის სახელმწიფო ქონება გაიყიდა

თბილისი (BPI) – სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან სახელმწიფომ 2017 წელს 97 949 476 ლარის შემოსავალი მიიღო. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, გასულ წელს გამოცხადდა 1897 ელექტრონული აუქციონი, აქედან ყველაზე ძვირად, 13 650 000 ლარად ციხისძირში მდებარე სახელმწიფო ქონება გაიყიდა. ტერიტორიაზე 20 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება და მინიმუმ 100-ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსის მოეწყობა.

Read More »

სახელმწიფომ აზომვითი ნახაზის მომზადების საფასურის სახით 15,7 მლნ ლარი აანაზღაურა

თბილისი (BPI) – ქონების ეროვნული სააგენტო საკადასტრო აზომვითი ნახაზების დაფინანსების პროექტის წარმატებით მიმდინარეობაზე აცხადებს. სააგენტოს ცნობით, 1 იანვრის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით 197 848 მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის მომზადების საფასური აანაზღაურა, რაც ჯამში 15 738 725 ლარს შეადგენს. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2016 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს. პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ...

Read More »

სასტუმრო Quadrum Gudauri ფართოვდება

თბილისი (BPI) – გუდაურში სასტუმრო Quadrum Ski & Yoga Resort-ი ფართოვდება. სასტუმრო გუდაურში 2017 წლის მარტში გაიხსნა, გაფართოებას მენეჯმენტი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შეძლებს. პროექტის ფარგლებში დამატებით 14 ახალი ნომერი მოეწყობა. ბიზნესის მხარდასაჭერად კომპანიას 428 კვ.მ. მომიჯნავედ მდებარე სახელმწიფო ქონება 79 000 ლარად გადაეცა. სასტუმრო ხის კონტეინერებისგან არის დამზადებული. მისი მშნებელობა, როგორც სასტუმროს გახსნინსას გაცხადდა 1,5 მლნ ლარი დაჯდა. ფინანსები ...

Read More »

მარტიდან ბაზარზე შოკოლადის ახალი ბრენდი გამოჩნდება

თბილისი (BPI) – ქართულ ბაზარზე მალე შოკოლადი ახალი ბრენდი გამოჩნდება. „ბრენდ კონცეპტი“ შოკოლადის წარმოებას მარტიდან დაიწყებს, მოგვიანებით კი კომპანია ბაზარზე სხვა სახის ტკბილეულსაც გამოიტანს, მათ შორის კაკაოს შემცველი პროდუქტების, ჯემის, მარმელადის, ნაყინისა და ყინულის სხვადასხვა სახეობების, ხილისა და კაკლის პიურის, ხილისა და ბოსტნეულის წვენების, მზა წვნიანებისა და ბულიონების სახით. კომპანია თანამედროვე ტექნოლოგიის მანქანა-დანადგარებით არის აღჭურვილი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას ...

Read More »