Monthly Archives: იანვარი 2018

Nike-ის, Puma-ს, New Balance-ისა და სხვა ცნობილი ბრენდების სამკერვალო საქართველოში ფართოვდება

თბილისი (BPI) – სამკერვალო ფაბრიკა, რომელიც საქართველოში ცნობილ ბრენდებს Nike, Puma, Lotto, Erima, New Balance და Under Armour კერავს, წარმოებას აფართოებს. „აჭარა ტექსტილი“ გაფართოებული საამქროებით, შოუ-რუმებითა და მუშა-ხელის გაზრდილი რაოდენობით ოფიციალური გახსნისთვის ემზადება. ფაბრიკის დირექტორის ჯენგიზ ოსქენდირის თქმით, საწარმოში მოქმედებს დანამატების, ე.წ. ბონუს სისტემა, რაც კვალიფიკაციის, სტაჟისა და შიდა განაწესის დაცვის მიხედვით თითქმის აორმაგებს არსებულ სახელფასო ანაზღაურებას. იანვრის თვეში, ხელფასზე დანამატს ...

Read More »

თბილისში სასტუმრო „ჰილტონის“ მშენებლობა იწყება

თბილისი (BPI) – თბილისში სასტუმრო „ჰილტონის“ მშენებლობა იწყება. თბილისში, კოსტავას ქუჩის N 41-ში, ახალი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს დასრულდება და ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა. საინვესტიციო კომპანია ,,გრანატ-ინვესტმენტი“ პროექტში 45 მლნ-მდე ევროს ინვესტიციას განახორციელებს. „ჰილტონ თბილისის“ მთავარი კონტრაქტორი დეველოპერი კომპანია იქნება BBC, სამშენებლო პროცესს კი, მენეჯმენტს ბრიტანული კომპანია BHP გაუწევს, რაც მთავრობის მეთაურის თქმით, უმაღლესი სტანდარტების დაცვის გარანტი იქნება. ...

Read More »

FlyHelp ავიაკომპანიებისგან მგზავრებისთვის კომპენსაციების გაცემას უზრუნველყოფს

თბილისი (BPI) – FlyHelp ავიაკომპანიებისგან მგზავრებისთვის კომპენსაციების გაცემას უზრუნველყოფს. საიტმა www.flyhelp.ge  ნოემბრიდან დაიწყო ფუნქციონირება და მგზავრებს ავიაკომპანიებთან ურთიერთობაში და დაგვიანებული, თუ გადადებული რეისებისათვის კომპენსაციის მიღებაში ეხმარება. FlyHelp-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მიშა ჭანტურია განმარტავს, რომ ამ მოკლე დროში წარმოებული საქმეებიდან 99%-ის კომპანიებიდან უკვე დაკმაყოფილდა და მგზავრების ნაწილმა კომპენსაცია მიიღო, ან ელოდება. მგზავრის მიერ დაფიქსირებული საჩივრის შემდეგ, საქმის მოგების შემთხვევაში FlyHelp მომსახურებისათვის კომპენსაციის 30%-ის ...

Read More »

სებ-ი “სილქნეტის” მიერ “ჯეოსელის” $153 მლნ-ად შესყიდვით ლარის კურსზე წნეხს არ ელის

თბილისი (BPI) – სებ-ის პრეზიდენტი კავშირგაბმულობის ბაზარზე მსხვილი გარიგების შედეგად ლარის კურსის წნეხის საფრთხეს ვერ ხედავს. მთავარი ბანკირი საბანკო სექტორის მსხვილ გარიგებასაც იხსენებს და განმარტავს, რომ გარიგება ამ ეტაპზეც დოლარშია, ქვეყნიდან ვალუტა გადის, თუმცა იგივე სახის გარიგება, როგორიც იყო “თიბისის” მიერ “რესპუბლიკას” შესყიდვის შემთხვევაში იყო. ტრანზაქცია დოლარში, საბანკო კრედიტებით ფინანსდება, ბანკებს მაღალი ლიკვიდობა აქვთ დოლარში. ამიტომ გვენეტაძე ერთგვარად გამორიცხავს დოლარის ბაზარზე ...

Read More »

38244 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება

თბილისი (BPI) – 38244 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება, – საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 38244 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. ეროვნული ბანკის 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი დარჩა უცვლელი 7.25%-ზე და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმულ სესხებზე მსესხებლებს ...

Read More »

სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 7.25%-ზე დატოვა

თბილისი (BPI) – სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 7.25%-ზე დატოვა. კომიტეტმა საფუძვლად წლიური ინფლაციის მაჩვენებელის შემცირების მოლოდინი მიიჩნია. “2018 წლის პირველი თვეების განმავლობაში შემცირდება და წლის განმავლობაში საშუალოდ მიზნობრივ დონესთან ახლოს იქნება. 2017 წლის ბოლოს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი საგრძნობლად გაუფასურდა, რამაც გაზარდა ზეწოლა ინფლაციაზე და ხელი შეუწყო ინფლაციური მოლოდინების გაძლიერებას. აღნიშნულის პასუხად კომიტეტმა 13 დეკემბრის სხდომაზე გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა. ბოლო ...

Read More »

ირაკლი ლექვინაძე: პოლიტიკური დისკუსია პროფესიულმა უნდა შეცვალოს

თბილისი (BPI) – ახლადდანიშნული ბიზნესომბუდსმენი მუშაობას ყველა ბიზნესპლატფორმაზე აქტიურად იწყებს. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ის მოიცავს მცირე ბიზნესსაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ კატეგორიას უფრო ნაკლები ხელმისაწვდომობა აქვს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ვიდრე მსხვილს. მისი მიზანია, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტს, რომელსაც დიდი მემკვიდრეობა აქვს გახდეს საკვანძო რგოლი, რომელიც იქნება მთავარი ინფორმაციის გამტარი ეფექტური სტრუქტურა. ლექვინაძე ამ ეტაპზე ბიზნესში ორ პრობლემატურ მიმართულებას ხედავს, რაც ...

Read More »

ანაკლიაში ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი გამოცხადდა

თბილისი (BPI) – ანაკლიაში “მომავლის ბანაკის” და დასახლების მიმდებარედ ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი გამოცხადდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პრობლემურ მონაკვეთზე, ზღვის სანაპირო ზოლში 100 000 კუბური მეტრი მდინარეული ბალასტის ჩაყრა უნდა მოახდინოს. ზღვამ “მომავლის ბანაკის” წინ მდებარე სანაპირო ზოლი და რამდენიმე მოსახლის ეზო დააზიანა. წინადადებების მიღება 2 თებერვალს იწყება და 14 თებერვალს დასრულდება. ტენდერი 1 374 502 ლარის სამუშაოოების შესრულებაზე გამოცხადდა.

Read More »

სენაკს რკინიგზის თანამედროვე სადგური ექნება

თბილისი (BPI) – სენაკს მალე რკინიგზის თანამედროვე სადგური ექნება. ამ დროისთვის რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ფაზაშია. პროექტის ფარგლებში დასრულებულია შენობის სახურავის შეკეთება, განახლდა ელექტროგაყვანილობა და მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვალა კარ-ფანჯრები. მიმდინარეობს გარე ფასადისა და ინტერიერის რეაბილიტაცია. უახლოეს პერიოდში კეთილმოეწყობა სადგურის მიმდებარე ტერიტორია, დამონტაჟდება გარეგანათების თანამედროვე სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანია “ჯიარ ქონების მართვის” ახორციელებს. პროექტის ღირებულება 134 999 ლარია. სამუშაოებზე დასაქმებულია 30 ...

Read More »

“ბილაინში” აქტივაციის ოპერაციები ჩერდება

თბილისი (BPI) – თიბისი ატყობინებს “ბილაინის” მომხმარებელს, რომ 31 იანვარს 23:00 საათიდან 1 თებერვლის 10:00 საათამდე “ბილაინის” სერვისებზე შეჩერდება თანხების მიღება/ჩარიცხვა/აქტივაციის ოპერაციები. ბანკი მომხმარებელს სთხოვს გაითვალისიწნოს მობილური ოპერატორის ქსელში მიმდინარე პროცესები. 11-საათიანი ხარვეზი “ბილაინში” ტექნიკური განახლებებით არის განპირობებული.

Read More »