2018 წელს თურქეთი 40 მლნ ტურისტს ელოდება

თბილისი (BPI) – 2018 წელს თურქეთი 40 მლნ ტურისტს ელოდება, საიდანაც ქვეყანა 35 მლრდ დოლარის შემოსავალს ვარაუდობს.

სასტუმროთა ასოციაციის (TÜROFED) ოსმან აიკი აცხადებს, რომ ორ წლიანი ჩავარდნის შემდეგ, 2017 წელი თურქეთში ტურიზმის განვითარების მხრივ საკმაოდ ნაყოფიერი იყო.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2018 წელს თურქეთის ტურიზმის დონე 2014 წლის დონეს გაუტოლდება. „ჩვენი მიზანია 40 მლნ ტურისტი და 35 მლრდ დოლარიანი შემოსავალი მივიღოთ“, – აღნიშნა აიკიმ. TÜROFED-ის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული ბაზარი თურქეთისთვის მნიშვნელოვანია.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …