Daily Archives: დეკემბერი 14, 2017

მიწისქვეშა გაზსაცავის გზშ-ს ანგარიშის მომზადებაზე სურვილი 8 კომპანიამ გამოთქვა

თბილისი (BPI) – მიწისქვეშა გაზსაცავის გზშ-ს ანგარიშის მომზადებაზე სურვილი 8 კომპანიამ გამოთქვა. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში  სამგორის სამხრეთ თაღზე მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის გარემოსა და სოციალური ზემოქმედების შეფასების საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის ფარგლებში გამოცხადებულ წინასაკვალიფიკაციო ეტაპზე წარმოდგენილი შემოთავაზებები საჯაროდ გაიხსნა. კომპანიები, რომლებიც გადალახავენ ზემოაღნიშნულ ეტაპს მონაწილეობას მიიღებენ ტენდერის შემდგომ საფეხურზე, სადაც წარმოადგენენ თავიანთ ტექნიკურ და ფინანსურ შემოთავაზებებს ტექნიკური დავალების შესაბამისად. საკონსულტაციო მომსახურების ...

Read More »

“ევრო დიზაინი” ფართოვდება

თბილისი (BPI) – კომპანია შპს „ევრო დიზაინი“ გაფართოებას შეძლებს. საწარმო, რომელიც თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარეობს, გაფართოების შედეგად დამატებით 43 ადამიანის დასაქმებას შეძლებს. პროექტის განხორციელებას კომპანია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შეძლებს. „ევრო დიზაინი“ ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული და მომხმარებელს ხარისხიან პროდუქციას მისაღებ ფასში შესთავაზებს. კომპანია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით კერძოდ კი სალიზინგო პროგრამით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის ...

Read More »

ახალი წლის დღეებში გარევაჭრობისთვის თბილისში სპეციალური ადგილები გამოიყო

თბილისი (BPI) – დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში გარევაჭრობისთვის სპეციალური ადგილები გამოიყო. როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, გარევაჭრობა დედაქალაქში შესაბამის ლოკაციებზე 18 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით იქნება ნებადართული. საახალწლო გარევაჭრობისთვის ადგილები დედაქალაქში შემდეგ მისამართებზე გამოიყო: გლდანი-ნაძალადევი: მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია; მარატ ნოზაძის ქუჩა; მუხიანი: დუმბაძის გამზ. II მრ/რ; თემქა: ყოფილი V სამშობიაროს მიმდებარედ; გურამიშვილის გამზირი; ...

Read More »

ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონს “ანაგი” ააშენებს

თბილისი (BPI) – ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა იწყება. მშენებელ კომპანია “ანაგთან” ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემა ხელშეკრულებას ისტორიული უწოდა. დოკუმენტს ხელი შპს „სტადიონის“ დირექტორმა სულხან ხალვაშმა და შპს „ანაგის“ დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა მოაწერეს. „ანაგის“ მიერ წარმოდგენილი სტადიონის მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაციის ხარჯთაღრიცხვა 99 448 408,56 ლარია. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების დასრულების სავალდებულო ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 34 თვეა. ...

Read More »

Indywood Film Carnival-ზე საქართველო გადაღებებისთვის წლის საუკეთესო ქვეყანად აღიარეს

თბილისი (BPI) – Indywood Film Carnival-ზე კინო ტურიზმის კატეგორიაში საქართველო გადაღებებისთვის წლის საუკეთესო ქვეყანად აღიარეს. ღონისიძიება, რომელიც ინდოეთში წელს უკვე მესამედ გაიმართა, კინოინდუსტრიის წარმომადგენლების დასაკავშირებლად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმაა. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 2 წელია რაც საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი ყოველდღიურად უფრო აქტუალური და დატვირთული ხდება. კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში უკვე რამდენიმე უცხოური პროექტი განხორციელდა. ახალი პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ...

Read More »

რომან გოცირიძე: თარსი ენა გაქვთ, რამდენჯერაც დაიტრაბახეთ, იმდენჯერ ლარი უკან უკან წავიდა

თბილისი (BPI) – საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე უმრავლესობის წევრ კოლეგებს მოუწოდებს ლარის გამყარებასთან დაკავშირებით ილუზიებში არ ჩავარდნენ. “თარსი ენა გაქვთ, რამდენჯერაც დაიტრაბახეთ, იმდენჯერ ლარი უკან უკან წავიდა“, – რომან გოცირიძე „მკვეხარა“ უმრავლესობას თავშეკავებას ურჩევს, ამასთან კოლეგების სიხარულს იზიარებს. „ლარის გამყარება ძალიან კარგია, ყველას გვიხარია, მათ შორის დეპუტატებსაც რადგან შემოსავალი 60%-ით ნაკლებია ვიდრე ჩვენი პარლამენტში შესვლისას იყო“, – რომან გოცირიძე ...

Read More »

სებ-ის პრეზიდენტი: კარგად გადაამოწმოთ ფინანსური ორგანიზაციების შემოთავაზებული აქციის პირობები

თბილისი (BPI) – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საზოგადოებას რჩევით მიმართავს. კობა გვენეტაძე Facebook-ის პირადი გვერდის საშუალებით, საზოგადოებას სთხოვს, რომ კარგად გადაამოწმონ ფინანსური ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა აქციების დროს შემოთავაზებული პირობები, მით უფრო, რომ წინასაახალწლო პერიოდში მსგავსი შეთავაზებები საკმაოდ უხვად გაისმის. „შეგახსენებთ კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის გასაძლიერებლად გადავდგით – 2017 წლის 15 იანვრიდან სამოქალაქო კოდექსში ...

Read More »

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ რეაბილიტირებული ახალციხის N1 საჯარო სკოლა გაიხსნა

თბილისი (BPI) – 13 დეკემბერს, სრულად რეაბილიტიებული ახალციხის N1 საჯარო სკოლა განათლებისა და მენციერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში მისმა აღმატებულებამ იან კელიმ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ საზეიმოდ გახსნეს. „ვულოცავ ამ ისტორიულ დღეს პირველ რიგში სკოლის მოსწავლეებს და შემდეგ მთელს რეგიონს. სკოლა დიდ ისტორიას და ბევრ წარმატებას ითვლის. ამ სკოლის მოსწავლეები იმარჯვებენ ...

Read More »

“ნაღმების ქალაქი“ – ზურა ბალანჩივაძის გამოფენას “ფაბრიკა” უმასპინძლებს

თბილისი (BPI) –  16 დეკემბერს, „ფაბრიკაში“, „ნიჭიერის“ ფინალისტ ზურა ბალანჩივაძის, იგივე ზურიუსის, ნამუევრების გამოფენა-გაყიდვა შედგება. ექსპოზიცია კონცეფტუალურია და მთლიანად გაზეთზეა შესრულებული. „ნაღმების ქალაქს“ იგი ნახატების პირველ სერიად მოიხსენიებს, რომელიც ფართო საზოგადოებას უნდა წარუდგინოს. „შემოქმედებაში ორწლიანი პაუზა მქონდა, ძალიან მინდოდა, ერთ თემაზე შექმნილი ნახტების სერიის გამოფენა და ინსპირაციას ვეძებდი. ყველაფერი სრულიად უცებ მოხდა და ცხრამეტივე ნახტი ერთ თვეში დავხატე. რატომ „ნაღმების ქალაქი“? ...

Read More »

ლეგენდარული მოცეკვავეთა ჯგუფი “ანატოლიის ცეცხლი” პირველ კონცერტს ბათუმში გამართავს

თბილისი (BPI) – კომპანია „SA Organization“-ის ორგანიზებით ლეგენდარული მოცეკვავეთა ჯგუფი “ანატოლიის ცეცხლი” საქართველოში საგასტროლო ტურნეს ბათუმით დაიწყებს და 13-14 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში კონცერტებს გამართავს. „ანატოლიის ცეცხლი“ ერთ-ერთ საუკეთესო საცეკვაო ჯგუფია, რომელმაც დაიმსახურა აღფრთოვანება მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე, როგორიც არის Madison Square Garden (ნიუ-იორკი), Chicago Theater (ჩიკაგო), Palais des congrès და Bercy Arena (პარიზი) Forest National (ბრიუსელი) და ა.შ. „ანატოლიას თურქეთის ...

Read More »