Daily Archives: ნოემბერი 28, 2017

დიმიტრი ქუმსიშვილი: აბრეშუმის გზა არ ჩაანაცვლებს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას

თბილისი (BPI) – დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აბრეშუმის გზა არ ჩაანაცვლებს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას. ეს განცხადება საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობის კომენტირებისას გააკეთა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, „ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა არის აბრეშუმის გზის ერთ-ერთი განშტოება, ეს არის სახმელეთო დამაკავშირებელი გზა, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთთან, სამი ქვეყნის დამაკავშირებელი სახმელეთო გზა. ეს იქნება ...

Read More »

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით სამგზავრო გადაყვანა 2018 წლის ზაფხულისთვის დაიწყება

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით სამგზავრო გადაყვანების დაწყება 2018 წლის ზაფხულის სეზონისთვის იგეგმება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თურქეთის საზღვაო საქმეთა და კავშირგაბმულობის მინისტრმა აჰმედ არსლანმა განუცხადა, რომელიც აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში საქართველოში იმყოფება. როგორც მან აღნიშნა, სწორება არ უნდა გავაკეთოთ მხოლოდ არსებულ ტვირთებზე. თუ განვავითარებთ პორტებს, მომავალში შემოვა ახალი ტვირთები იმ პორტებისათვის. „ასევე თუ განვავითარებთ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს, მომავალში მოვა ტვირთები ზუსტად სარკინიგზო ...

Read More »

ბიორნ ბრანდზეგი: საქართველოს ენერგორესურსები საშუალებას იძლევა განავითაროს განახლებადი ენერგორეურსები და მიაღწიოს ენერგოდამოუკიდებლობას

თბილისი (BPI) – სასტუმრო ბილტმორში აბრეშუმის გზის ფორუმი,  Belt & Road მიმდინარეობს, რომელსაც  კომპანია Clean Energy Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ბიორნ ბრანდზეგი ესწრება. ბიორნ ბრანდზეგი ამავდროულად არის ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი, კომპანიის რომელიც გეგმავს განახორციელოს უმსხვილესი ინვესტიცია ენერგო სექტორში და განავითაროს 433 მეგავატი/1514 სიმძლავრის, ნამახვანიჰესის კასკადის მშენებლობის  პროექტი. ბიორნ ბრანდზეგმა ფორუმის ფარგლებში  ისაუბრა საქართველოში არსებული განახლებადი ენერგიის რესურსის ათვისების ...

Read More »

შულცე გლობალი ქართული ჰიდროენერგეტიკის პროექტები ინვესტიციას სილქ როუდ ჯგუფთან ერთად ახორციელებს

შულცე გლობალი ქართული ჰიდროენერგეტიკის პროექტები ინვესტიციას სილქ როუდ ჯგუფთან ერთად ახორციელებს

21 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, შულცე გლობალ ინვესტმენტსი ინვესტიციას ახორციელებს სილქ როუდ ენერჯის კუთვნილ ორ ჰიდროენერგეტიკულ პროექტში. შულცე გლობალის  15 მილიონ-დოლარიან ინვესტიციას გაინაწილებს ორი ჰიდროელექტროსადგური: ბახვი 3 – არსებული,  9.8 მეგავატიანი ჰესი და სრულიად ახალი მაჭახელა ჰესი, რომელიც აჭარაში, მდინარე მაჭახელაზე აშენდება და მისი დადგმული სიმძლავრე 25 მეგავატი იქნება. გურიაში, მდინარე ბახვისწყალზე განლაგებული ბახვი 3, 2015 წლიდან შევიდა ექსპლუატაციაში და წლიურად გამოიმუშავებს 41 გვტ/სთ ენერგიას, რომელიც წარმატებით მიეწოდება ...

Read More »

სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსების ალტერნატივები – პაშა ბანკის მეოთხე კონფერენცია MEETING ROOM-ის ფარგლებში

თბილისი (BPI) – 6 დეკემბერს სასტუმრო რედისონში პაშა ბანკი პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში გამართავს რიგით მეოთხე ბიზნეს-კონფერენციას, რომელიც ამჯერად საქართველოში სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსების სპეციფიკურ სქემებსა და პირობებს დაეთმობა. MEETING ROOM-ის ეს შეხვედრა უმასპინძლებს აგრობიზნესის სექტორში დასაქმებულ და ასევე ამ სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს. შეხვედრაზე განხილული იქნება აღნიშნული სექტორის განვითარებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორიცაა: საქართველოში აგრობიზნესის განვითარება, კაპიტალის მოზიდვის გზები, სადაზღვევო ...

Read More »

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო კამპანიაში თსუ-ს სტუდენტები ჩაერთვებიან

თბილისი (BPI) – სურსათის ეროვნულ სააგენტოში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სტუდენტებს აზიური ფაროსანას ბიოლოგიის, 2017 წელს მავნებელთან ბრძოლის ფარგლებში გატარებული ღონისძიებებისა და არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა მიაწოდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა ...

Read More »

შეიხი ნაჰაიანი: საქართველო არაჩვეულებრივი ადგილია ბიზნესის საკეთებლად

თბილისი (BPI) – არაბეთის გაერთიანებული საემიროების მინისტრთა კაბინეტის წევრი, ტოლერანტობის მინისტრი შეიხი ნაჰაიანი საქართველოში ინვესტირების დადებით მხარეებზე საუბრობს. ამ თემაზე მან თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მისასალმებელ პანელზე ისაუბრა. „მე ვიცი ჩემი პირადი გამოცდილებით, რომ საქართველო არაჩვეულებრივი ადგილია ბიზნესის საკეთებლად. როგორც უცხოელ ინვესტორს,  მთელი რიგი საკითხები მქონდა, რომელიც ბევრ თქვენგანს შეიძლება ჰქონდეს მუშაობის დროს. ეს არის ინვესტიციების განხორციელებისას – რატომ უნდა ...

Read More »

არაბთა გაერთიანებული საემიროების შეიხი საქართველოში ინვესტიციის მოაცულობას აორმაგებს

თბილისი (BPI) – არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო მინისტრი ტოლერანტობის საკითხებში, შეიხი ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის მოაცულობას აორმაგებს, – ამის შესახებ შეიხმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. საუბარია საქართველოში კონკრეტული, მსხვილი პროექტების განხორციელებაზე. არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ აღებული კურსი და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს განვითარებას და წინსვლას ემსახურება. შეიხმა ...

Read More »

“ექსპო ჯორჯიაში” სტარტაპ მარკეტი გაიმართება

თბილისი (BPI) – სტარტაპ მარკეტს საგამოფენო ცენტრი ” ექსპო ჯორჯია” უმასპინძლებს. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება უკვე ბევრისთვის ნაცნობი ივენთების მოძრავი პლატფორმაა, რომელიც აგრძელებს გამორჩეული სტარტაპერების პოპულარიზაციას და ხდება მოტივატორი მათთვის, ვისაც სჯერა, რომ საყვარელი საქმითაც შეიძლება ფულის გამომუშავება. სიახლეების, გართობისა და მრავალფეროვნების მოყვარულებს  ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი 16-17 დეკემბერს ელის. სტარტაპ ექსპოზე დამთვალიერებელს ამჯერადაც ერთმანეთისგან განსხვავებული, უნიკალური, თანამედროვე და თქვენთვის საინტერესო პროდუქცია დახვდება, ...

Read More »

ბანკების რეიტინგი მომგებიანობის კოეფიციენტის მიხედვით – საქართველოს ბანკი #1-ია

თბილისი (BPI)  – კაპიტალზე მომგებიანობის (ROE) ყველაზე მაღალი კოეფიციენტი აქვს “საქართველოს ბანკს” (31.45%). ყველაზე მოცულობითი კაპიტალი თიბისის (₾1.847 მლრდ). თიბისისა და საქართველოს ბანკის ერთიანი წილი 66%-ს აღემატება. სებ-ის სტატისტიკით, 1 ნოემბრის მდგომარეობით (01.11.2017) სექტორის მთლიანი საზედამხედველო კაპიტალი 5.174 მლრდ ლარია. TOP-6 (01.11.2017) ROE (%) საზედ.კაპიტალი ( მლრდ ₾) 1 საქართველოს ბანკი 31.45 1.590 2 ლიბერთი ბანკი 23.8 0.223 3 თიბისი ბანკი 17.96 ...

Read More »