Daily Archives: ნოემბერი 25, 2017

Fitch Ratings-მა “საქართველოს რკინიგზას” რეიტინგი “B +” დაუდასტურა

თბილისი (BPI) – Fitch Ratings-მა საქართველოს რკინიგზას რეიტინგი “B +”, პროგნოზით “სტაბილური” დაუდასტურა. Fitch-ი გავრცელებულ რელიზში მიათითებს, რომ კომპანიის 25%-ის პრივატიზაციის გეგმის არსებობის მიუხედავად, ეს პროცესი სავარაუდოდ 2020 წლამდე არ განხორციელდება. სააგენტო იქვე აღნიშნავს, რომ ამ პერიოდისთვის კომპანიას მოუწევს ევროკავშირის დირექტივების დაკმაყოფილებას, რაც ინფრასტრუქტურის მიმართულების გამოყოფას გულისხმობს. აღსსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზის აქტივების გასხვისებასთან დაკავშირებით საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ გადაცემა ...

Read More »

მურთაზ კიკორია: მიკროსაფინანსოებისთვის რეგულაციების ახალი ეტაპი იწყება

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინსესხების გამცემი ორგანიზაციებისთვის რეგულაციების გამკაცრების მომხრეა. რეგულაციების დაწესებაზე საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ისაუბრეს. როგორც ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ განუცხადა, ქვეყანაში კრედიტის გაცემისას გამსესხებლებმა უნდა შეისწავლონ მსესხებლის შემოსავალი და ამ ანალიზის საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილება. “სრულფასოვან რეგულირებაში ვგულისმობთ ყველა შესაბამის ინსტრუმენტს დაწყებული რეგისტრაციიდან დამთავრებული ლიკვიდაციით ანუ ის მთელი რიგი უფლებამოსილება, რაც ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონდეს იმისთვის რომ ...

Read More »

კალაძე: თუ დადებითი დასკვნა გვექნება, გაბრიელ სალოსის გამზირზე კორპუსის რეაბილიტაციას მაშინვე დავიწყებთ

თბილისი (BPI) – თბილისის მერი კახა კალაძე ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კიდევ ერთხელ იმყოფებოდა და ადგილზე არსებულ სიტუაციას გაეცნო. კახა კალაძე გაბრიელ სალოსის გამზირიდან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ თბილისის მერიის მიერ 22 ოჯახი დროებითი საცხოვრებელი ფართებით არის უზრუნველყოფილი. „ეს ის ოჯახებია, რომლებმაც მოგვმართეს და შესაბამისად, ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნენ. როგორც კი კრიმინალისტები ...

Read More »

საგადასახადო კოდექსში კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით ცვლილებები შედის

თბილისი (BPI) – საგადასახადო კოდექსში კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით ცვლილებები შედის. კაპიტალის ბაზრის რეფორმა სამთავრობო პროგრამის ეკონომიკური განვითარების ნაწილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ქვეყანაში განვითარებული კაპიტალის ბაზრის არსებობა გულისხმობს, საბანკო დაკრედიტების პარალელურად, კომპანიებსაც მიეცეთ გრძელვადიანი ფინანსური რესურსების მოზიდვის ეფექტიანი შესაძლებლობა. საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებებში სიახლეა ის, რომ ფიზიკური პირები და არარეზიდენტები გათავისუფლდებიან საშემოსავლო და მოგების გადასახადებისგან სასესხო და წილობრივი ფასიანი ქაღალდის ...

Read More »

FAO: ღორის აფრიკული ცხელების გავრცელებაში გარეული ღორების როლი გამოიკვეთა

თბილისი (BPI) – ევროპის მასშტაბით, ღორის აფრიკული ცხელების გავრცელებაში გარეული ღორები მთავარ როლს თამაშობენ – აცხადებენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტები. ღორის აფრიკული ცხელება შინაური და გარეული ღორების ჰემორაგიული ხასიათის ვირუსული დაავადებაა, რომელიც ინფიცირებულ ცხოველებში 100%-მდე სიკვდილიანობას იწვევს. მართალია, დაავადება ადამიანის ჯანმრთელობისათვის პირდაპირ რისკებს არ შეიცავს, თუმცა უზარმაზარი ნეგატიური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს სოციალურ-ეკონომიკურ, სავაჭრო და სურსათის უვნებლობის ...

Read More »

ომბუდსმენი: უსაფრთოების წესების დაცვის მიზნით ქვეყანაში მოქმედი ყველა სასტუმრო უნდა შემოწმდეს

თბილისი (BPI) – სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს 24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს . სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ხანძრის გამომწვევი მიზეზების სწრაფი და ეფექტური გამოძიება. “როგორც ცნობილი გახდა, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. პირველ რიგში გამოძიების შედეგად უნდა დადგინდეს ...

Read More »

სასტუმრო ”ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

თბილისი (BPI) – პრემიერ გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ნოემბერი, საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება, – განცხადებას პრემიერ8ის ადმინისტრაცია ავრცელებს. “მთავრობა, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო “ლეო გრანდში” დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს. გლოვის დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები”, – ნათქვამია განცხადებაში. ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარი გუშინ, 20:00 საათისთვის გაჩნდა. ხაძარს 11 ადამიანია ემსხვერპლა, ...

Read More »