2017 წლის მონაცემებით, საქართველოს ყველაზე მსხვილი კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტი მსოფლიო ბანკია

თბილისი (BPI) – საქართველოს 8 საფინანსო ინსტიტუტის კრედიტი აქვს. ქვეყნის ყველაზე მსხვილი კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტი მსოფლიო ბანკია (WB).

2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მსოფლიო ბანკზე მოდის საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული მთლიანი ვალის ნახევარზე მეტი (53%) და ფულად გამოსახულებაში იგი 5,237 მლრდ ლარს (2,02 მლრდ აშშ დოლარი) აღწევს. დაფინანსება ქვეყანამ მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრებიდან (განვითარების საერთაშორისო ასოციაცია – IDA; რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი – IBRD) მოიზიდა.

მეორე ადგილზე აზიის განვითარების ბანკია (ADB). მისი წილი მთლიან საგარეო ვალში 28%-ით და 2,432 მლრდ ლარით (1,06 მლრდ დოლარი) განისაზღვრება.

მესამე ადგილი ევროპის საინვესტიციო ბანკს (EBRD) უკავია 981,333 მლნ ლარით (378,571) და მისი წილი 10%-ია.

მთლიანობაში საქართველოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიმართ 9,76 მლრდ ლარი (3,765 მლრდ დოლარი) მართებს.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო ვალდებულებები 0,661 მლრდ დოლარით არის გაზრდილი და  2017 წლის 31 დეკმებრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი 5,177 მლრდ დოლარი, ანუ 13,2 მლრდ ლარია.