2 კგ ოქროს ნაკეთობების კონტრაბანდის ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მიეცა

თბილისი (BPI) – საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს და სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანეს დიდი ოდენობით – 2 კგ-მდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ოქროს ნაწარმის საერთო საბაჟო ღირებულება 100 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

შემთხვევითი სიახლე

ნინო ჩიქოვანი DCFTA-ის საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარედ აირჩიეს

თბილისი (BPI) – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი DCFTA-ის საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარედ აირჩიეს. ნინო ჩიქოვანის თავმჯდომარედ …