$1,5 მლნ-იანი სუფსის პეტროქიმიური კომპლექსისთვის BFS-ის კვლევა ოქტომბერში დასრულდება

თბილისი (BPI) – კომპანია „ჯეოპარსი“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ინსტიტუციურ ინვესტორებთან ურთიერთობის ახალი ეტაპის შესახებ აცხადებს.

ინვესტორებისთვის, სუფსის ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმური კომპლექსის BFS-ს და ბაზრის სრულმასშტაბიან კვლევას, „ვორლეი პარსონს/ადვიზიანის“ და „არგუს მედია ლიმითედის“ საერთაშორისო ოფისები ამზადებენ.

ადვიზიანის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების ქიმიური მიმართულების დირექტორი ანტონ ტველენევი მოხარულია, რომ „ჯეოპარსმა“ ისინი შეარჩია სუფსის 100,000 BPSD პეტროქიმიური
კომპლექსის BFS-ის მოსამზადებლად.

“როგორც ცნობილია, კომპლექსი მეზობელი პარტნიორი ქვეყნებიდან იმპორტირებულ ნედლ ნავთობს მოიხმარს საწვავის და სხვა პეტროქიმიური პროდუქციის საწარმოებლად. ჩვენ დავიქირავეთ „არგუს მედია ლიმითედის|“ ბრიტანეთის ოფისი ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმიური პროდუქციის ბაზრის კვლევის მოსამზადებლად. ჩვენ ერთად ვქმნით ამ პროექტის სრულფასოვან ინტეგრირებულ მოდელს, რომელიც დაზღვეული იქნება ყველა ტიპის ტექნიკური და ფინანსური რისკისგან. ჩვენ ვამუშავებთ პროექტის ისეთ ოპტიმალურ კონფიგურაციას, რომ კომპლექსის ტექნიკური სპეციფიკაციები სრულად შეესაბამებოდეს მსოფლიო კლასის ტექნოლოგიურ სტანდარტებს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ვაგრძელებთ მსხვილი და სტრატეგიული პროექტების განხორციელებას”, – განმარტავს ტველენევი.

ჯეოპარსის დირექტორი ლაშა ქორიძე ამბობს, რომ “ჯეოპარსისთვის” მნიშვნელოვანია, რომ „ჯეოპარსი“ საერთაშორისოდ აღიარებულ კომპანიებთან ერთად ინვესტორებთან ურთიერთობის ახალ ეტაპს იწყებს.

ბაზრის კვლევის შუალედური შედეგები ივლისის ბოლოს მზად იქნება, ოქტომბერში კი უკვე სრული კვლევა.

“შესაბამისად, ოქტომბრიდან ვიწყებთ პროაქტიულ მუშაობას მსხვილ ფინანსურ ინსტიტუციებთან პროექტის განხორციელების დასაწყებად”, – ამბობს ქორიძე.

პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 1,5 მლრდ. დოლარს აჭარბებს. საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ, ლიბერალურმა საგადასახადო კოდექსმა, კორუფციის დაბალმა დონემ ხელსაყრელი ბიზნესგარემო შექმნა ასეთი მსხვილი და სტრატეგიული საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად

შემთხვევითი სიახლე

გურჯაანში ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

თბილისი (BPI) – გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში კომპანია „ვაზისუბნის მამული“ ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებს. საწარმო …