11 ივლისს შაკირა სტამბოლში იმღერებს

თბილისი (BPI) – ცნობილი კოლუმბიელი მომღერალი, კომპოზიტორი, ინსტრუმენტალისტი, მუსიკალური პროდიუსერი და მოცეკვავე შაკირა 11 წლიანი პაუზის შემდეგ, სტამბოლში კონცერტს გამართავს. უცხოური მედიის ინფორმაციით, შაკირას კონცერტი სტამბოლში 11 ივლისს გაიმართება და მომღერალი თურქეთს მსოფლიო ტურნე „ელ დორადო“-ს ფარგლებში ეწვევა.

11 გრემის ჯილდოს მფლობელმა შაკირამ Facebook-ით თურქ თაყვანისმცემლებს უკვე მიმართა: “მოუთმენლად ველოდები დროს, როდესაც სტამბოლში ისევ ჩამოვალ და თქვენთან ერთად შევასრულებ საყვარელ სიმღერებს“.

ამ დროისათვის უცნობიასად გამართავს შაკირა კონცერტს, შესაბამისად ამ დრომდე არც კონცერტის ბილეთების რეალიზაცია დაწყებულა.

შაკირა იზაბელ მებარაკ რიპოლი, ცნობილი როგორც შაკირა ლათინური ამერიკის პოპ მუსიკის სცენაზე წამყვანი ფიგურაა შუა 1990-იანი წლებიდან გახდა. 2001 წელს იგი ინგლისურენოვან ბაზარზე შეიჭრა თავისი პირველი ინგლისურენოვანი ალბომით Laundry Service, რომელიც მსოფლიოს გარშემო ოცი მილიონი ეგზემპლიარით გაიყიდა. ორგზის გრემის ჯილდოსა და რვაგზის ლათინური გრამის მფლობელი შაკირა კოლუმბიის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი მომღერალია 70 მილიონი ალბომით. ის ასევე ერთადერთი სამხრეთ ამერიკელი მომღერალია, რომელმაც პირველ ადგილს მიაწია Billboard Hot 100, Australian ARIA, United World Chartდა UK Singles Chart-ში. United World Chart-ის ინფორმაციით შაკირა 2007 წლისათვის 2000-იან წლების ყველაზე წარმატებული მეოთხე შემსრულებელი იყო.

შაკირას მამა ლიბანელია, დედა კი კოლუმბიელი. შაკირას თავისი დამსახურებების გამო ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს, ხოლო მშობლიურ ქალაქში მომღერლის ქანდაკება აღმართეს.

შემთხვევითი სიახლე

PSP-ში დიაბეტის სამკურნალო საშუალებები გაიაფდა

თბილისი (BPI) – 13 აგვისტოდან PSP-ში მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდა. ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის …